"ამდენ დაზიანებას, თქვენი აზრით, მხოლოდ მანქანის თანხა დასჭირდებოდა ან ერთი საყურის ფასი დაჯდებოდა ოპერაციები?"

"ამდენ დაზიანებას, თქვენი აზრით, მხოლოდ მანქანის თანხა დასჭირდებოდა ან ერთი საყურის ფასი დაჯდებოდა ოპერაციები?"

შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით გუშინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ტელეწამყვანის შვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. ევას დახმარების თხოვნით, ცნობილი ადამიანები მეგობრებს სოციალურ ქსლებში მიმართავენ, თუმცა როგორც უბედური შემთხვევის პირველ დღეებში, ამჯერადაც გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც შორენას და ევას მისამართით უარყოფითი შინაარსის კომენტარებს წერენ. გასაგები მიზეზის გამო, ჩვენ ასეთი კომენტარების ციტირებას არ მოვახდენთ, თუმცა აი, რას პასუხობენ ამ კომენტარების ავტორებს ცნობილი ადამიანები:

თიკა ჯამბურია:

წავიკითხე კომენტარები და არ მჯერა, მართლა ვერ ვიჯერებ ადამიანის სიბოროტის საზღვრებს.... 14 წლის გოგონას დახმარებაზეა საუბარი, რომლის დედამაც უკვე ყველანაირი თანხის მარაგი ამოწურა და გავყიდე ყველაფერიო გოგო წერს, ხალხო, ამდენ დაზიანებას, თქვენი აზრთ, მხოლოდ მანქანის თანხა დასჭირდებოდა ან და თუნდაც ერთი საყურის ფასი დაჯდებოდა ამდენი ოპერაციები???? რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილია და რამდენი აქვს ან რატომ გგონიათ, რომ ამ გოგონას, რომელიც წამყვანად მუშაობს ტელევიზიაში, მუთაქაში გატენილი დოლარები აქვს??? აქ ბავშვის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და თუ ადამიანი ჯანსაღი აზროვნებისაა, აზრადაც არ უნდა მოუვიდეს ის, რომ მაგავსი სისულელეები წეროს!!!! ხო გადავარჩინეთ ნიკუშა ნატროშვილი, ასევე კიდევ ბევრი მისი მსგავსი, იმიტომ ვეხმარებოდით, რომ ამოეწურათ მშობლებს ძალები და ხალხს თხოვდნენ დახმარებას..... ღმერთმა არავის თავის თავზე არ გამოაცდევინოს ის, რასაც ეხლა შორენა გრძნობს და თქვენ ყველას შეგინდოთ, ვინც გაგიჟდით და ალბათ სრულ ჭკუაზე არ ხართ

მეტირება მართლა ამ გოგოს საცოდაობაზე და ხალხის სიბოროტეზე!!!

ბაია დავითაია:

ვაიმე რეებს წერენ!!! მართლა გაგიჟებულები არიან საწყლები!!!

ეკა მიშველაძე:

არ მჯეროდა და მართალი ყოფილა ერის ნაწილის მდგომარეობა...

იხილეთ ასევე:  ცნობილი სახეები შორენა ბეგაშვილის შვილის დახმარებას ითხოვენ

რას პასუხობს ევა ბარბაქაძე უბედური შემთხვევის შემდეგ მის მიმართ გამოთქმულ არაადეკვატურ კომენტარებს

"ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ..." - რამ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი

"ხვალ რომ მომკლან..." - რას წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი

"უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ ვეგუებით! დაინახოს მთელმა მსოფლიოს, რომ საქართველოში ხელისუფლება ხოცავს ჟურნალისტებს!" - რას წერს ვახო სანაია

"მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ძლივს შევაკოწიწე"  - ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა