რას წერს ქეთა თოფურია სერგეი ლაზარევის "ევროვიზიაზე" გამოსვლის შესახებ

რას წერს ქეთა თოფურია სერგეი ლაზარევის "ევროვიზიაზე" გამოსვლის შესახებ

"ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა. მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა.

რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს რუსული შოუბიზნესის გულმხურვალე გულშემატკივრობამ ვერ უშველა. მომღერლები და მსახიობები რუსეთის პირველ არხზე სატელევიზიო შოუში შეიკრიბნენ, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნა ევროფესტივალზე რუს კონკურსანტს. რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში ელოდნენ შედეგების გამოცხადებას. სერგეი ლაზარევს გულშემატკივრობდა А Студио-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურიაც. ქეთამ ინსტაგრამის პირად გვერზდე მისი და ლაზარევის ერთობლივი ფოტო განათავსა და სოციალურ ქსელში გაამხნევა მეგობარი: "სერგეი, სუპერ გამოსვლა გქონდა. ჟღერდი ისე, თითქოს ჩანაწერს ვუსმენდი. დადგმაც ძალიან მაღალი დონის იყო. გილოცავ!" - წერს მომღერალი ინსტაგრამში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს