"მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს?" - გია მაისაშვილი

"მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს?" - გია მაისაშვილი

გია მასიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის, რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გაზიარების.

გულის რევის ზღვარზე ვარ გამუდმებით, ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება, შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს? მეყოფა ძალა? შესაძლებელს დასძლევს სხეული და სული, მაგრამ განა შეუძლებელი შესაძლებელია?! მე კი სწორედ მას ვესწრაფვი, მისი სასოება მაქვს. მადლიერებისა და სიყვარულის განცდა მომიმძლავრდა ჩემს იურგვლივ მყოფი ადამიანებისადმი. ბედის სასწორზე, ბეწვის ხიდზე გავდივარ, ყველაფერი შესაძლებელია, შემოქმედის ხელშია ყველაფერი. მეორე ადამიანი არ ვიცი ასე გაცემა, დაცლა და მსახურება რომ უნდოდეს და ამის იმედი მაქვს ამ დროს არ წაგიყვანს იმ ქვეყნად ასე დაუცლელს. ეს რაც მე მაქვს ხომ ჩემი არ არ არის, მე არ მეკუთვნის, მისი მოცემულია და მის სადიდებლად მსურს მისი გაცემა, გაზიარება. მენანება მისი არ გამოყენება, არ დახარჯვა. შენ მომეცი და შენვე იმსახურე, არაფრის არ მეშინია, მზად ვარ ყველაფრისთვის. სავსე ვარ კვალავაც იმედითა და სასოებით, გეგმებით. 31 მაისია გამარჯვების დღე. სული უკან არ იხევს, ბოლომდე მიყვანა გადაუწყვეტია. ეგ არის მხოლოდ სხეული გაუძლებს თუ ვერა? როგორ ძალიან მსურს საზოგადოებას დავუბრუნდე, მჯერა სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს. აბა 31 მაისამდე გამარჯვებით, ჩემო კარგებო".

იხილეთ ასევე: "შინაგანი სიხარულის განცდა მაქვს..." - გია მაისაშვილმა სიმსივნის დასამარცხებლად 40 დღიანი შიმშილობა დაიწყო

"ჩემს ქვეყანას არ ვუნდივარ და როდემდე ვიტანჯო და ვტანჯო ოჯახი?" - გია მაისაშვილის დილემა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს