"ქართული ოცნების ზონდერჯგუფი... დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს" - რა ფოტოებს ავრცელებს გივი თარგამაძე

"ქართული ოცნების ზონდერჯგუფი... დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს" - რა ფოტოებს ავრცელებს გივი თარგამაძე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე. ვრცელ ფეისბუქ-პოსტთან ერთად თარგამაძე ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებზეც მისივე თქმით, დღევანდელ ჩხუბში მონაწილე "ქართული ოცნების ზონდერჯგუფის" წევრები არიან ასახულნი. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"კორცხელის დღევანდელი უმსგავსობოს ანატომია ახალი არაა. აგერ უკვე ორი წელიწადია ვამბობ, რომ კახი კალაძის ცოლისძმის ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ, მას შეუქმნეს არასამთავრობო, რომლის საფარქვეშაც ჩამოყალიბდა ქართული ოცნების ზონდერჯგუფი. ხალხის მოგროვებას ამ ჯგუფში ახდენს გეგა გეგეშიძე - ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ქურდულ სამყაროსთან შსს-ს დანაშაულებრივი კავშირების გამბმელი, ლავას ოღლის საზღვარე გადმომყვანი, 20 წლის პოლიციელის მკვლელის საზღვარზე გამპარებელი, ყოფილი მოჭიდავე.

ასევე საკუთარი ხალხის მობილიზაციას ამ ჯგუფში ახდენს დამნაშავეთა სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, ამჟამად რუსეთში, სოჭში მცხოვრები დავით ქარსელაძე, იგივე კალატოზა, რომლის მონაწილეობას ამ ალიანსში მოწმობს როგორც რუსეთიდან მისი მილიონიანი გადარიცხვა კალაძესთან, ასევე მისი ძმის, ყოფილი კრიმინალ-პოლიციელის "არჩევა" თბილისის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ. მობილიზაციაში მონაწილეობას იღებენ ის ქურდებიც, ვისთანაც კონტაქტობს გეგა გეგეშიძე. საერთო ხელმძღვანელობას ამ ჯგუფს უწევს რვა ქურდის მონა ვიცე-პრემიერი კალაძე.

დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს გეგა გეგეშიძის ძმამ, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ, მისივე ბიძაშვილმა გიორგი (ჯიჯა) გიგაურმა, კალაძის უკვე სამტრედიისა და გარდაბნის არჩევნებიდან ცნობილმა პირადმა ზონდერმა კობა ტყეშელაშვილმა და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა. კალაძეებო, გეგეშიძეებო, გიგაურებო, ტყეშელაშვილებო, 8 ოქტომბერს თქვენი გლუვი ხაზეინის ხეზე გადაიმტვრევთ ხერხემალს! P.S. ქვემოთ გთავაზობთ ამ ჯგუფის წევრების - გეგა და ვლადიმერ გეგეშიძეების, ჯიჯა გიგაურის, კობა ტყეშელაშვილის სურათებს" - წერს გივი თარგამაძე პირად გვერდზე და მისი თქმით, "ოცნების" ზონდერების ფოტოებს ავრცელებს.

"აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი..." - რას წერს მილანიდან საქართველოში დაბრუნებულ მგზავრებზე ინტერნეტმომხმარებელი

რა ფოტოთი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა