"ხვალ გავიგებთ, ამ შიმშილობამ შედეგი თუ იქონია სიმსივნეზე" - რას წერს გია მაისაშვილი 40-დღიანი შიმშილობის დასრულებამდე დღენახევრით ადრე

"ხვალ გავიგებთ, ამ შიმშილობამ შედეგი თუ იქონია სიმსივნეზე" - რას წერს გია მაისაშვილი 40-დღიანი შიმშილობის დასრულებამდე დღენახევრით ადრე

40-დღიანი შიმშილობის დასრულებამდე დღენახევრით ადრე გია მაისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"დღე ნახევარი დარჩა ამ ჯოჯოხეთის დამთავრებამდე და მეც დავმთავრდი უკვე. რა ბედნიერებაა, ვისაც ჭამა შეუძლია.

აი, ხვალ გვაქვს სანერვიულო დღე, ახლა მაცნობეს, რომ ხვალ 4 საათზე ორთაჭალაში ნიუ-ჰოსპიტალში დანიშნულია ტვინის სკანირება, ტომოგრაფია და გავიგებთ, თუ ამ შიმშილობამ შედეგი იქონია სიმსივნეზე. აქამდე არ მეშინოდა, ახლა კი ფეხები მიკანკალებს, თუმცა მეტი რაღა ვქნა, რაც იქნება იქნება, უბრალოდ ამ შიმშილობის დროს ოთხი წიგნი დავწერე და ერთი სული მაქვს, ეს შავი ვარიანტი გადავბეჭდო და გამოვცეთ. თან ჩემი დისშვილის ქორწილია ბათუმში 25-ში და ფორმაში მინდა მანამდე შესვლა, არ ჩავუშალო ქორწილი".

იხილეთ ასევე: "ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი..." - გია მაისაშვილის ემოციური პოსტი

"მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს?" - გია მაისაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს