"ოპერის თეატრში დღეს პორნო ეროტიული სცენების გადაღება იყო..." - რაში ადანაშაულებს თამარ ივერი დავით კინწურაშვილს

"ოპერის თეატრში დღეს პორნო ეროტიული სცენების გადაღება იყო..." - რაში ადანაშაულებს თამარ ივერი დავით კინწურაშვილს

ქართველი სოპრანო თამარ ივერი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შესახებ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ოპერის თეატრში დღეს მთელი დღე პორნო ეროტიული სცენების გადაღება იყო. რა დონის ხელმძღვანელიც ჰყავს თეატრს... იმას ჰკადრებს ამ წმინდა ხელოვნების ტაძარს!! და ასეთ ღონისძიებებზე ქირავდება ეს ყოფილი პრემიერის მიერ ახალგარემონტებული ოპერის თეატრი დღეში 3-5 ათას ლარად. ასე რომ, თუ ვინმეს დაბადების დღე, ქორწილი ან ღმერთმა გაშოროთ ქელეხი გაქვთ.... უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ბატონი დავით კინწურაშვილი გეპატიჟებათ ყველას.... ვისაც ხელზე აღნიშნული თანხა გაგაჩნიათ. თუ სურვილია - ნაღდი თანხის დამატებით პაკეტში ასევე... "მინი" ორკესტრსაც შემოგთავაზებთ მისი "ღვინოვ კახურო" და "დამისხი დამალევინეს" არიების თანხლებებითაც.

და კიდევ ერთ მაგალითს ვიტყვი... ერთმა ნაცნობმა პიროვნებამ გამოსაცდელად დარეკა და ოპერაში 600-კაციანი ბანკეტი მოითხოვა. ელოდა რომ ეტყოდნენ...."თქვენ ავად ხომ არ ხართო". გვარს არ დავასახელებთ და ერთმა თანამშრომელმა სრულიად სერიოზულობით უპასუხა... 600-ს ვერ გავქაჩავთ და 300-400 კაცამდე შეიძლებაო. (!!!)

რას ვიზამთ, როცა თეატრს ოფიციალურად 400.000 ინკასო ვალი აქვს.... თანხა თუნდაც ქელეხებიდანაც უნდა ამოიღოს".

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს დაბადების დღეზე ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქეს (ფოტო)

"ერთი წელია ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რა სინდისით გძინავთ მშვიდად?!" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"