"ესროლეს, იმიტომ, რომ უყვარდა! ესროლეს ეზოში, სადაც გავიზარდეთ..." - კანდელაკზე მოკლული ბიჭის მეგობრის ემოციური პოსტი

"ესროლეს, იმიტომ, რომ უყვარდა! ესროლეს ეზოში, სადაც გავიზარდეთ..." - კანდელაკზე მოკლული ბიჭის მეგობრის ემოციური პოსტი

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, 1-ელ ივლისს 31 წლის მიხეილ ცხაკაია სანადირო თოფით მოკლეს. ახლობლების თქმით, ცხაკაია იპოდრომის ტერიტორიიდან შინ ბრუნდებოდა. ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, რომ ვიღაცამ დაუძახა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ცხაკაიას თავისა და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხაკაია შურისძიების მიზნით მოკლეს, რაზეც საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული.

მიხეილ ცხაკაიას გარდაცვალებას მისი ბავშვობის მეგობარი, ჟურნალისტი ვიკა ბუკია "ფეისბუქში" ემოციური პოსტით ეხმაურება:

"შორს ვარ და რაღაც მინდა ვთქვა მიხოზე, ბიჭზე რომელიც მოკლეს. მთელი ცხოვრებაა ვუყურებ ამ საოცრად კეთილ, გაჩხვანკულ, გრძელ ბიჭს, ჯოხებივით ფეხებს რომ მოათრევს, თითქოს ეზარება მათი თრევა. ვიცი მის მეგობრებს გაეცინებათ ახლა, იმიტომ რომ ზუსტად ასე დადის. საერთოდ არ ვიცი ჩემი ეზო როგორია მის გარეშე. ეზოში რომ შემოვალ, მხვდება თავისი კომენტარებით. მარტო ერთხელ ვეჩხუბე - ერთი ბოთლი წყალი გადამასხა. საშინლად გავბრაზდი. მაგრამ ჩვენ იშვიათად ვჩხუბობდით.

ამ დღეებში ჟურნალისტები მეკითხებოდნენ როგორი იყო. მიხო იყო ყველაზე კეთილშობოლი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი. საოცრად კეთილი, გულჩვილი, გამორჩეულად კარგი. მიხოს მხოლოდ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება შეეძლო, მხოლოდ ხუმრობა, მხოლოდ სხვების გაცინება, მხოლოდ სხვებზე დარდი.. ასეთი იყო 5 წლის ასაკში და ასეთი იყო 31 წლის.. ასეთი იყო იმ დღეს, როცა ესროლეს ორი ტყვია, ეზოში, სადაც ვთამაშობდით, სადაც გავიზარდეთ. ესროლეს განზრახ, ჩაფიქრებულად, გამიზნულად, დაგეგმილად. მას არავინ არ სძულდა, მისი მკვლელიც კი. პირიქით, ესროლეს, იმიტომ, რომ უყვარდა და ესროლეს, იმიტომ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიყვარულს გვიკრძალავენ, სადაც სიყვარული არ შეიძლება, სადაც ადამიანებს ამის გამო კლავენ. ნეტავ, იმან თუ იცოდა, ვის ესროდა? რომ იმეტებდა გასაგიჟებლად გულკეთილ, საოცრად, საოცრად კარგ ადამიანს..

მიყვარხარ ძალიან, სენაკა", - წერს ვიკა ბუკია.

როგორც ჟურნალისტი პოსტის კომენტარებში წერს, მიხეილ ცხაკაია შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა.

იხილეთ ასევე: "გასროლისას დედამისმა გადაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს, მივეშველებიო და შვილი შერჩა ხელში..." - კანდელაკზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"

"მე და კრავაიკო" - ანა დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას საყვედურობს გიორგი უშიკიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს?