"მიხო, ჩემი ბიძაშვილი იყო" - რას წერს თიკა ფაცაცია კანდელაკზე მოკლული ბიჭის შესახებ

"მიხო, ჩემი ბიძაშვილი იყო" - რას წერს თიკა ფაცაცია კანდელაკზე მოკლული ბიჭის შესახებ

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, 1-ელ ივლისს 31 წლის მიხეილ ცხაკაია სანადირო თოფით მოკლეს. ახლობლების თქმით, ცხაკაია იპოდრომის ტერიტორიიდან შინ ბრუნდებოდა. ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, რომ ვიღაცამ დაუძახა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ცხაკაიას თავისა და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხაკაია შურისძიების მიზნით მოკლეს, რაზეც საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მიხეილ ცხაკაიას შეყვარებულის ყოფილი ქმარი იყო.

მიხეილ ცხაკაია ტელეწამყვან თიკა ფაცაციას ბიძაშვილი აღმოჩნდა. თიკა ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ამ წარწერას მთელი ბავშვობა ვხედავდი ჩვენი ბებია-ბაბუის სახლში, უკანა აივანზე საკუთარი ხელით რომ ამოეჩორკნა. დავხედავდი, გავიღიმებდი და გავივლიდი. დღესაც დავხედე და ცრემლებმა დამახრჩო. მიხო, ჩემი ბიძაშვილი, საოცრად სათნო, მუდმივად მომღიმარი და კეთილშობილი ბიჭია, გამორჩეული იუმორით. ბევრი ბავშვური მოგონება ამომიტივდივდა. ერთად რომ "ვაშავებდით" ერთად რომ ვცელქობდით. გავიზარდეთ, ამ ისტორიებზე ვიცინოდით. ისე ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის მეიმედებოდა. მიხო ჩვენთან აღარაა, ეს "ვიღაცამ" გადაუწყვიტა. სიყვარულისთვის. მიხოს მაინც ბევრი სიყვარული მიყვება, ზღვა სიყვარული", - წერს თიკა ფაცაცაია.

მიხეილ ცხაკაიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს ასევე ირინა ონაშვილი. მოდელის თქმით, გარდაცვლილი მისი კლასელი იყო:

"ჩემი კლასელი მიხო :(((((( ღმერთო ესე ვინ გაიმეტააა :((((( როდემდე, ხალხო, როდემდე უნდა დაპარპაშებდნენ ეს შეიარაღებული განქსტერები ქუჩაშიიიი :((

მე და მიხო სკოლაში :((((( ვერ ვიჯერებ :(( შენ ჩვენთან აღარ იქნები :((( ჩემს კლასელს ესროლეს თავში და მოკლეს იმისთვის, რომ ვიღაც გოგო იყვარდა :((

როგორ გავუძლებთ ამ ტკივილს...".

იხილეთ ასევე: "ესროლეს, იმიტომ, რომ უყვარდა! ესროლეს ეზოში, სადაც გავიზარდეთ..." - კანდელაკზე მოკლული ბიჭის მეგობრის ემოციური პოსტი

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"

"მე და კრავაიკო" - ანა დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას საყვედურობს გიორგი უშიკიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს?