"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილის ცინიკური პოსტი ფეისბუქზე

"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილის ცინიკური პოსტი ფეისბუქზე

გუკა რჩეულიშვილი დღეს თბილისის პროკურატურაშია დაბარებული. პროდიუსერი უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა სავარაუდოდ არ გამოცხადდება, რადგან მისი ადგილსამყოფელი არათუ სამართალდამცველებმა, ოჯახის წევრებმაც არ იციან.

როგორც, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, არ იცის, მივა თუ არა მისი ვაჟი პროკურატურაში: "გუკა საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია. არ მინახავს ასეთი სისასტიკე, რომ ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ. ჯერ ეს საქართველოს არც ერთ ხელისუფალს არ უკადრია" - აღნიშნა მაია რჩეულიშვილმა.

გუკა რჩეულიშვილს სამართალდამცველები მეორე დღეა ეძებენ. მას გუშინ განჩინებით ლელა კილაძის სახლში მიაკითხეს, თუმცა რჩეულიშვილი იქ არ დახვდათ.

სანამ ოჯახი და პოლიცია პროდიუსერს ეძებს, გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცინიკურ პოსტს აქვეყნებს: ცნობილი ფილმის - Catch Me If You Can (დამიჭირე, თუ შეძლებ) პოსტერს. შეგახსენებთ, ფილმი ფრენკ აბიგნეილის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც წლების მანძილზე ახერხებდა დასხლტომოდა ფედერალური ბიუროს აგენტებს.

გუკა რჩეულიშვილის ამ პოსტს მისი მეგობრების კომენტარები მოჰყვა. პროდიუსერს ცნობილი სახეებიც გულშემატკივრობენ: "გუკა ღმერთმა გაგაძლიეროს და ძალა მოგცეს!" - წერს ანთიმოზ ბიჩინაშვილი პოსტზე. "გუკი გამაგრდი ჩემი ძმა ფრთხილად იყავი"; "ჩამოდი ესტლანდში, ისე დაგმალავ ინტერპოლი ვერ მოგძებნის", - წერენ მეგობრები უმცროს რჩეულიშვილს.

წაიკითხეთ: "სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს