"ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა" - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნიცას ტრაგედიაზე

"ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა"  - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნიცას ტრაგედიაზე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე ნიცაში მოხმდარ თავდასხმასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ჟურნალისტი წერს, ტრაგედიას მისი ორი მეგობარიც შეეწირა.

"აღარ ვიცი რა დავწერო. განადგურებულები ვართ. გუშინ ღამე საერთოდ ბიბისისაც კი არ ედო ახალი ამბები ნიცაზე ჩემმა მეგობრებმა რომ მომწერეს ჯერ არავინ არ ავრცელებს და გაავრცელეო, ფოტოებს და ვიდეოებს მიგზავნიდნენ და ვავრცელებდი მეც ავტომატურად.

ახლა ცოტა ხანს მეძინა და რომ გავიღვიძე მივხვდი რომ ჩემს ქალაქშიც ჩამოაღწიეს ამ ლაჩრებმა, ყველაზე სულმოკლე არსებებმა...

ყველაზე საშინელება და ტრაგედია ის არის რომ ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა, ვერ ვჩერდები რომ მახსენდება შეიძლება მეც ნუციც და მათ გარდა მილიონი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იქ ყოფილიყო, უფრო მეშინია.

მათაც ეს უნდათ გვეშინოდეს ხოდა გვეშინია უკვე, მე მართლა მეშინია, ისე რომ კიდე დიდ ხანს ვერ ჩავალ იქ, მითუმეტეს იმის მერე რაც ვნახე...

ჩემი ჯგუფელი გოგოები.

ეროვნული ზეიმი ეროვნულ გლოვად აქციეს მეტი რაღა უნდა ქნან, ადრე რიცხვებს მაინც არ ამთხვევდნენ ახლა უკვე ყველაფრის განადგურება დაიწყეს, ყველაფერი იმისი რაც საფრანგეთისთვის ღირებულია, ფრანგებისთვს ძვირფასი", - წერს ანანო ბაკურაძე.

ნახეთ ვიდეო: ცხედრებითა და დაჭრილებით სავსე სანაპირო - უმძიმესი კადრები ნიცის ტერაქტიდან (+18)

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 84-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი კი დაშავდა.

წაიკითხეთ: მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

რა ხდებოდა წუხელ ნიცაში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს