"მზად ვართ დავეხმაროთ მისი "ბიზნესის" სტარტაპით" - რა გამოხმაურება მოჰყვა გამყიდველ ბიჭუნაზე ჟურნალისტის პოსტს

"მზად ვართ დავეხმაროთ მისი "ბიზნესის" სტარტაპით" - რა გამოხმაურება მოჰყვა გამყიდველ ბიჭუნაზე ჟურნალისტის პოსტს

ტელეკომპანია 20/30-ის ჟურნალისტი ნინუცა კახნიაურის პოსტს გონიოს სანაპიროზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი კომპანიიდან გამოეხმაურნენ და გამყიდველ ბიჭუნასთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა ცინცაძე აქვეყნებს.

"პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხალხმა გაიგო ამ განსაკუთრებული ბიჭის შესახებ. თქვენ წამოწიეთ ნამდვილად მტკივნეული და მძიმე თემა, რომელსაც ჰქვია "შრომა ტეხავს".

ჩვენ გვაქვს საკონსალტინგო კომპანია და ვეხმარებით საშუალო და მსხვილ კომპანიებს გაყიდვებში. ჩვენი კლიენტები არიან სამშენებლო და სატრამსპოტრო კომპანიები, მაღაზიები და ა.შ. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის მარკეტინგი, გაყიდვები და მენეჯმენტი.

თქვენი სტატუსის წაკითხვის შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი დავვხმარებოდით იმ ახალგაზრდას. გთხოვთ დაგვეხმაროთ და დაგვაკავშიროთ მასთან. მოვიფიქრეთ მისთვის რამდენიმე საინტერესო იდეა და მზად ვართ დავეხმაროთ მისი "ბიზნესის" სტარტაპით. რამოდენიმე იდეა გვაქვს რითაც ვფიქრობთ გვერდით დავუდგეთ ამ ახალგაზრდას",- წერს ცინცაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს