"მაიას წინაამღდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ გაათავისუფლეს" - რას წერს რჩეულიშვილი სალომე ჩარკვიანის გათვისუფლების შემდეგ

"მაიას წინაამღდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ გაათავისუფლეს" - რას წერს რჩეულიშვილი სალომე ჩარკვიანის გათვისუფლების შემდეგ

"ცენტრ-პოინტის" დამფუძვნებელი მეუღლის და შვილის დაპატიმრების შემდეგ კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების ფაქტს ეხება. რჩეულიშვილის თქმით, ჩარკვინი პროკურატურას მძევლად ჰყავდა აყვანილი და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისულეს, რაც მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს.

"მაია რომ დაიჭირეს ისეთი ტრამვა მივიღე, ვითომ მოკვდა. და ვერასოდეს ვნახავ. თურმე რა ცუდი დღე გველის ყველა ხანში შესულ მეუღლეებს, როდესაც სიკვდილი უცილობლად დაგვაშორებს!

მაგრამ ვერასოდეს ვერ ვოფიქრებდი, რომ ჩვენი მკვლელი ეს ხელისუფლება იქნებოდა, კორცხელის ეპიზოდის შემდეგაც კი. ის, რომ ხელისუფლება წლებია გვძარცვავს არ მიკვირს-საარჩევნო კომპანიები ყოველთვის მკვეთრი დაპირისპირების რეჟიმში ტარდება და ყველა ხელისუფლება , წასულიც და ახალიც ყოველთვის იყენებს თავის რესურს, მათ შორის აყაჩაღებს ბიზნესმენებს ფულის გამოსაძალველად და ატყუებს ხალს, რომ მდიდარს ღარიბის გულისა ძარცვავს! ( გამოგვიჩნდნენ აქ კაკო ყაჩაღები!).

მაია ქონების ნაწილიც კი ყოფნის ყველა მშენებლობის დამთავრებას, მაგრამ არ აყიდინებდნენ, ამაზე დაიწყო კონფლიქტი პროკურატურასთან. მხოლოდ თავისათვის უნდოდათ ყველა ქონება- ნინოშვილის ბაზარი, თავისუფლების მოედანი, სააკაძის მოედანი და სხვა ელიტარული ნაკვეთები თბილისში და რეგიონებში -მაგალითად 1 ლარად გაყიდული 10 სართულიანი სასტუმრო თელავში!). ამ ქონების წასართმევად (20 მლნ. $ რაც ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც ყველა მშენებლობას ამთავრებს) წამოიწყო უკანონო ბრალდების საქმე ბათუმის მაგნოლიაზეც-დამთავრებულ მშენებლობაზე, სადაც ორი წელია ხალხი ცხოვრობს! ვინაიდან სალომე ჩარკვიანისაგან მაიას წინაამღდეგ ჩვენება მიეღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაანთავისუფლეს! ანუ სალომე პროკურატურამ მძევლად აიყვანა და მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გამოუშვა. მიხარია, რომ დასრულდა სალომეს წვალება, მაგრამ მიჩნდება მეორე შეკითვა: ვის რათ უნდა გამომძალველი და ყაჩაღი პროკურატურა და ხელისუფლება? თუ თქვენზე გგონიაათ რომ ფიქრობენ ხალხო?", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

ცნობისთვის, "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს, მათ შორის მაია და გუკა რჩეულიშვილებს პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება სალომე ჩარკვიანს, ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

იხილეთ: სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს