"რა შეცდომაც დაუშვა, ამაზე საკმარისად აგო პასუხი" - რას წერს მანიკა ასათიანი მეუღლეზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

"რა შეცდომაც დაუშვა, ამაზე საკმარისად აგო პასუხი" - რას წერს მანიკა ასათიანი მეუღლეზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

ტელეწამყანი მანიკა ასათიანი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს.

"დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემ ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა (თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრბის ნერვიულობას). რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა. ასე, რომ მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით, რომ ხარობთ თქვენ ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად! ცოტა ნაკლებად მეიმედება რამე ეშველოს იმ ბრბოს, რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ, კუდის მობმა არაა საჭირო.

P.s ჩემო ნამდვილო მეგობრებო მეც და ბექაც კარგად ვართ. არ ინერვიულოთ",- წერს მანიკა ასათიანი.

კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

წაიკითხეთ: "ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს" - მანიკა ასათიანის ქმარი ბოდიშს იხდის

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს