"ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს" - მანიკა ასათიანის ქმარი ბოდიშს იხდის

"ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს" - მანიკა ასათიანის ქმარი ბოდიშს იხდის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მანიკა ასათიანის მეუღლე ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიშის" მოხმარებას ადასტურებს და ამის გამო ოჯახს და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.

"ვიმყოფებოდი ჩინეთში. გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მივიღე ფეხის ტრამვა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. "ჰაშიში"... ცუდი შემთხვევა მოხდა. ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ბექა წივწივაძემ.

კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."