"თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა

"თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა

გახმაურებული ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილის რაგბის მოედანზე გამოჩენას საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ერთნი მორაგბის დასჯას ითხოვენ, მეორენი კი კრიტიკოსებს სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდებენ და მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობაში შედიან.

საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარი, ვიქტორია ეზუგბაია, რომელმაც ავარიის ახალ დეტალზე ისაუბრა პოსტში. მოგვიანებით, ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედამ, ქეთი შელეგიამ:

"მინდა ვუპასუხო ყველა ადამიანს, ერთი ამბავი ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის.

1. ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა, რომ კატოსავით (დაღუპული ნუცა კალანდარიას და გიორგი პაპასკირის შვილი) მთლად უპატრონოდ გაიზარდონ ანუ უდედმამოდ.

2. რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა.

3. რაც შეეხება რაგბს, მე ვთვლი, რომ ეს მისი სამსახურია და თავისი ოჯახის სარჩენად ის სამსახურს უნდა დაბრუნებოდა. და ბოლოს თუ მას სინდისი აქვს, ის ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს, ამიტომ მას მემგონი ციხე არაფერში ჭირდება, თუ არა და თითონ იცის თავის საქმის, თუმცა დაზარალებულების ოჯახებისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა... ეს ჩემი პირადი აზრია და ამ აზრს ვერავის კომენტარი ვერ შემაცვლევინებს!" - წერს ავარიაში დაღუპულის დედა.

2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.

მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.

წაიკითხეთ ასევე:

"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მეგობარი ავარიის უცნობი დეტალის შესახებ წერს

ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც ქუთაისთან შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს