"ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცესკო-ს შედეგებს ფეისბუქ-პოსტით ეხმაურება:

"ხომ ვამბობდი ქართული ოცნება ყველა უბანს მოიგებსთქო? პოპკრონი რომ ნაყიდი მქონდა ალბათ გახსოვთ. ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას, რისი საშუალებაც თავად მისცეს ოპონენტებს" - წერს ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანის პოსტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა გამოეხმაურა: "არა და არ ვთვლი თავს "გაბანძებულად". უბრალოდ, უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულად. არა უშავს, fight must go on (ბრძოლა უნდა გაგრძელდეს)".

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარტიის მხარდამჭერებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ამ საკითხზე მწვავედ დაუპირისპირდნენ კიდეც ერთმანეთს სოციალურ ქსელში

წაიკითხეთ: "არ უყვართ ისინი, ვინც მათ სოციალურ წრეს არ წარმოადგენენ" - რას წერენ ჟორჟოლიანი და ჩერგოლეიშვილი ერთმანეთის შესახებ

30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 32 ოლქში. ცესკოს წინასწარი მონაცემებით 50 ოქლიდან 48 ოლქში "ქართული ოცნება" ლიდერობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს