რა დეტალებს ამხელს ცოტნე გამსახურდია მძღოლის შესახებ, რომელმაც ზებრაზე მანქანით 18 წლის ბიჭი გაიტანა

რა დეტალებს ამხელს ცოტნე გამსახურდია მძღოლის შესახებ, რომელმაც ზებრაზე მანქანით 18 წლის ბიჭი გაიტანა

ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 18 წლის ნიკა ყოლბაიას სიცოცხლე იმსხვერპლა, ახალ დეტალებს ასაჯაროვებს:

"აბა, კარგად მომისმინეთ:

24 ოქტომბერს კოსტავას ქუჩაზე მდებარე შუქნიშანთან, "ზებრაზე", წითელ შუქზე გამოვარდნილმა მანქანამ გაიტანა 18 წლის ნიკა ყოლბაია. საჭესთან იჯდა 20 წლის ვინმე ილია ფირცხალაიშვილი. ნიკა კომაში ჩავარდა და რამოდენიმედღიანი ტანჯვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა!

ილია ფირცხალაიშვილი სასამართლომ გირაოს გადახდის პირობით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მამამისი, ბართლომე ფირცხალაიშვილი, თბილისის ერთერთი ეკლესიის მღვდელია. მის შესახებ შეგიძლიათ დაგუგლოთ, პაგონებიანი "ქოცმამაოა". ალბათ ზედმეტია თქმა, რომ სიკვდილის შემდეგ მას არც ნიკა გახსენებია და აღარც მის ოჯახი. ჰო, ნიკას ოჯახი არ ჩივის.

დიდება ირინა ენუქიძეს...

მძულს, მეზიზღება ეს ქვეყანა და ყველა მისი შემქმნელი - მოსამართლე, ხელისუფალი და ბრმევლ-გამპრავებლებიანად... და შენიანად, ვინც ახლა ამას კითხულობ, გაჩუმდები და ცნობად მიიღებ ამ ყველაფერს მხოლოდ!" - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. 18 წლის ნიკა ყოლბაიას "ზებრა" გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შემდეგ მძღოლი დააკავეს, თუმცა როგორც ცნობილია, იგი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

წაიკითხეთ ვრცლად: "ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი

რას წერს "ფეისბუქში" ზაზა სარალიძე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნპრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნების შესახებ

"შვილმა დამიტოვა ფული, მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმაროო" - მოხუცმა ქალმა ხელოვნების სასახლეს 500 ლარი შესწირა

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები