რას ამბობს მორიგ ვიდეომიმართვაში მამაკაცი, რომელსაც სვანებმა ბოდიში მოახდევინეს - "ჩვენი საუბარი შედგა მეგობრულ გარემოში..."

რას ამბობს მორიგ ვიდეომიმართვაში მამაკაცი, რომელსაც სვანებმა ბოდიში მოახდევინეს - "ჩვენი საუბარი შედგა მეგობრულ გარემოში..."

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სვანური კოშკების ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა, რომელსაც მოგვიანებით მოჰყვა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც სვანეთში შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს. ვიდეო ინტერნეტმომხმარებელმა ირაკლი ნარსავიძემ გაავრცელა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ახლაგრაზრდას ბოდიში მუქარის ძალით მოახდევინეს, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი შსს-მ უარყო.

ცოტა ხნის წინ მამაკაცმა, რომელმაც სვანური კოშკების ფონზე შიშველი ფოტო გადაიღო, კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სვანებთან კონფლიქტი უარყო.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მე სვანური კოშკების ფონზე ნახევრად შიშველი ვდგავარ. ამასთან დაკავშირებით შემხვდა ახალგაზრდა მამაკაცი სვანეთიდან, რომელმაც მითხრა, რომ ეს სურათი ბევრისთვის მიუღებელი იყო. მე ჩემი მხრიდან ავუხსენი, რომ ამ სურათით არ მინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გადაგვეღო ვიდეო, სადაც ბოდიში მოვუხადე ყველა ადამიანს, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენი საუბარი შედგა მეგობრულ გარემოში, არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ნუ დაუჯერებთ სოციალურ მედიას, რომელიც ყველაფერს აზიარებს და სათაურებში წერს ძალიან ხმამაღალ სიტყვებს. არაფერი არ ყოფილა ჩვენს შორის ისეთი, საიდანაც შეიძლება დიდი ამბავი ატყდეს.  ჩვენ ოჯახებში შედის დიდი ქაოსი ამ ყველაფრით. გთხოვთ, ვიყოთ ადეკვატურები და საღი გონებით შევხედოთ ამ ყველაფერს. გავუზიაროთ სიყვარული ერთმანეთს, ისედაც ფერმკრთალი ფერებია ჩვენს ცხოვრებაში...", - ამბობს ვიდეომიმართვაში მამაკაცი, რომელმაც სვანეთში გადაღებული ფოტოს გამო ბოდიში მოიხადა.

ასევე წაიკითხეთ: რას წერს ფეისბუქზე სვანი ბიჭი, რომელმაც სვანეთში გადაღებული შიშველი ფოტოს გამო, ახალგაზრდას ბოდიში მოახდევინა

ნახეთ ვიდეო

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" შიშველი ბიჭის ფოტოსა და სვანების ვიდეოს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს