ზღვარს გადასცდა თქვენი პასიურობა, დღესვე დაიწყეთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად - მიმართვა პრემიერსა და პარლამენტარებს

ზღვარს გადასცდა თქვენი პასიურობა, დღესვე დაიწყეთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად - მიმართვა პრემიერსა და პარლამენტარებს

თითქმის დღე არ გადის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომხდარი შემზარავი ავარიის შესახებ არ შევიტყოთ, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება. გორი, სიღნაღი, წნორი, ფოთი, რუსთავი, თბილისი... - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც მხოლოდ იანვრის თვეში მომხდარ ავარიებს 25-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერსა და პარლამენტარებს საჯაროდ მიმართავს:

"ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ბატონო და ქალბატონო პარლამენტარებო!

თქვენს გამო ახალი წლიდან დღემდე, ანუ ბოლო ერთ თვეში გზებზე უკვე ბევრი ადამიანი დაიღუპა

ზღვარს გადასცდა ის პასიურობა, რასაც თქვენ იჩენთ.

უკვე დიდი ხანია, საზოგადოება უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას ითხოვს. თქვენ არც საქმით და არც კანონმდებლობით არაფერი შეცვალეთ.

ისმის მხოლოდ გაუთავებელი დაპირებები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ ლაპარაკიდან ლაპარაკამდე ყოველდღე საშუალოდ 2 ადამიანი იღუპება და 25-მდე შავდება.

პროცესის გადადება გონივრულ ვადებსაც კი გასცდა.

თქვენ საშველი არ დააყენეთ დამრღვევი მძღოლებისთვის ქულების დაკლების სისტემის ამოქმედებას, მართვის მოწმობის გართულებული გამოცდით აღებას, ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწყობას, ასევე, დამრღვევი ქვეითების დაჯარიმების საყოველთაო ნორმად დანერგვას.

კანონპროექტი წელზე მეტია, თაროზე შემოდეთ. ამასობაში კი რკინის სიკვდილით ყოველდღე გვეღუპებიან ადამიანები.

თითოეულის გარდაცვალების მიზეზი თქვენი ყოვლადგაუმართლებელი პასიურობაა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ბატონო და ქალბატონო პარლამენტარებო!

გთხოვთ, დღესვე დაიწყოთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს