"შევარდნა გამოძახებით'' - ფეისბუქმომხმარებლების გამოხმაურება "აუდიტორია 115"-ის წევრების "ბიბლუსში" შეჭრაზე

"შევარდნა გამოძახებით'' - ფეისბუქმომხმარებლების გამოხმაურება "აუდიტორია 115"-ის წევრების "ბიბლუსში" შეჭრაზე

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ. აქტივისტები "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მომხდარის გამო "ბიბლუსში" სამუშაო პროცესი ჩაიშალა.

ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას "აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერის" მოქმედ კონსულტანტებზე.

როგორც "ბიბლუსის" დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა, "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, მოაწყვეს არეულობა და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული კამპანია "ბიბლუსის" წინააღმდეგ, რომელიც 1 კვირის წინ დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა 6 თანამშრომლის მიმართვა.

კერძო საკუთრებაში "აუდიტორია 115"-ის წევრების შეჭრის ფაქტს გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. ინტერნეტმომხმარებლები სტუდენტების მოძრაობას წლების წინ ცნობილ პოლიტიკურ მოძრაობა "კმარას" ადარებენ და მათ მოქმედებებში ძალადობასა და პროვოკაციას ხედავენ.

ნიკა კორტავა: ამ აუდიტორია 115-ს უკვე ზედმეტები მოსდის, ძალინ ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. აბსოლიტურად არაკონსტრუქციული და პროვოკაციული საქციელი!!!

ნატალია ხოხიაშვილი: ამასობაში აუდიტორია 115 კმარა 2-ად ჩამოყალიბდა

გიორგი ბერიძე: აუდიტორია 115 უკვე ტერორისტული ორგანიზაციის სახეს იღებს

დავით იმედაშვილი: ბოლშევიკები ამხანაგებო !

სოსო მოსაშვილი: დაუსჯელობის სინდრომი, შევარდნაძის დროს ასეთი იყო განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი, ხიხოს დროს ესენი არიან, როცა პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი თვითონ იწყებს სამართლის აღსრულებას როგორც ეს მათ მიაჩნიათ სამართლიანად, ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, ეს ბოსელია

აკაკი საღინაძე: აი, რა არის ძალადობა. ჩვეულებრივი ნაციონალისტური მოძრაობის გასოციალისტებული ვერსია.

გიორგი კანაშვილი: ძალიან მესიმპატიურებიან ეს ახალგაზრდები, ესეთი წესიერი და გარე გავლენებისაგან თავისუფალი ჯგუფი თითქმის არ მახსენდება. მაგრამ ერთი, რომ ეს შევარდნები სისტემურად ვერაფერს შეცვლის და მეორეც ამგვარმა ტაქტიკამ შეიძლება მათდამი დამოკიდებულება შეცვალოს, რაც ფრიად სამწუხარო იქნება.

საბა ჭავჭავაძე: ვიღაცები შარშან მეკამათებოდნენ რა გმირები არიან ლექციები რომ ჩაშალესო. ახლა ეს რა ტიპის გმირობაა?

მიშო ჯიბლაძე: "შევარდნა გამოძახებით''

თორნიკე რევია: თან, ვაკეს რომ არ ცდებიან?! :)))

თამარა ჩერგოლეიშვილი: წიგნებს წაიკითხავენ და გამოვლენ

ბექა გულდედავა: შემთხვევით სახლის კარი ღია დამრჩა და აუდიტორია 115 შეიჭრა

წაიკითხეთ: "აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ"

ზაზა დობორჯგინიძე: დიდი ხანია მაღელვებს შრომითი ექსპლუატაციის საკითხი და გაბატონებული "თუ არ მოსწონს წავიდეს" დამოკიდებულება, რომელიც სოციალური უგრძნობელობის ძალიან ცუდი ფორმაა და ჩვენი მოსახლეობის საზოგადოებად ჩამოყალიბების გზაზე დიდი დაბრკოლებაა. ჩემი სურვილია ამ საკითხებზე ისაუბრონ და ადამიანის უფლებებისთვის იბრძოლონ კომპეტენტურმა ადამიანებმა, რომლებსაც სამწუხაროდ ვერსად ვხედავ. აუდიტორია 115-ის რამდენიმე წევრს გავესაუბრე კომენტარებში და შთაბეჭილება დამრჩა, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რისთვის იბრძვიან და არანაირი ხედვა არ გააჩნიათ გარდა რომანტიზებული მეამბოხეობისა, ხედვა რომც ჰქონდეთ განათლება და ინტელექტი არ ეყოფათ ფუნდამენტური ცვლილების განსახორციელებლად. სხვანაირად რომ ვთქვათ, სულელები არიან ჩემი აზრით.

ბერიკა მაჭარაშვილი: მიხარია, რომ თქვენნაირ თაობაზე არ დგას საქართველოს მომავალი. ეგ თქვენი სოციალისტური შეხედულებები ნაგავზეა მოსროლილი უკვე და მანდ დარჩება სამუდამოდ.

დავით ბრეგვაძე: დიდი ხანია უკვე ეს ქვეყანა აღარ არის, ეს არის უკვე დიდი ჭაობი, სადაც გვინდა თუ არა გვაცხოვრებენ. ნუ უსაყვედურებთ ხალხს და ნუ დაუწყებთ პატრიოტულ მოტივებზე საუბარს, თუკი მას აქედან წასვლა უნდა. მე ასე მგონია, რომ წასვლით უფრო შეინარჩუნებს ადამიანი ქართველობას, ვიდრე აქ დარჩენით. რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაში უკვე დაინგრა და განადგურდა, ეხლა უბრალოდ ამ ნანგრევებზე ცეკვავენ "პატრიოტები". ხო კიდე არ მითხრათ ღირსია ბიბლუსი ამისაო, თუ ასეთი გულშემატკივრები ხართ, ჩამოდით ჩემთან და გააპროტესტეთ 5000-კაციან დაბაში 800-კაციანი სამუშაო ადგილის მქონე ქარხნის გაჩერება და ადამიანების ფეხებზე დაკიდება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

გიორგი ქაცარიძე: კერძო ბიზნესია და ვიღაცა აწყობს ამ ამბის ასეთ აჟიტირებას. რომელიღაცა ახალი კომპანია გამოჩნდება ბაზარზე, ნახავთ ცოტა ხანში. ასე იწყება სქართველოში ყველა ახალი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე. დაელოდეთ და ნახავთ.

იმ ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი, რომლებიც "აუდიტორია 115"-ის პათოსს იზიარებს, აგრესიული ფორმით გამოხატავს პოზიციას. არიან ისეთებიც, რომლებიც კერძო ბიზნესს "გაკოტრებას უსურვებენ":

"ძაან მაგრა მიხარია, ერთხელ და სამუდამოდ ჩაიგდებთ ენას თქვენც და თქვენნაირებიც. თან ისეთი მყარი და მაგარი არგუმენტებით გაგასწორებენ მიწასთან, რო იქნებ აქეთ იხვეწებოდეთ რომ ვინმემ თქვენთან იკადროს მუშაობა. გაკოტრდით და დაიქეცით!"

"კონსულტანტები გამოვიდნენ, გააჩერონ მაღაზიები და ყველაფერი და მერე მოვლენ ჭკუაზე. ძალიან კარგი! მივესალმები ამ ნაბიჯებს" - წერენ "აუდიტორია 115"-ის მხარდამჭერები კომენტარებში.

ასევე ნახეთ: "მადლობა თქვი, რომ ასე გელაპარაკები" - "აუდიტორია 115"-ის ლიდერის დაპირისპირება "ბიბლუსის" თანამშრომლებთან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს