15:37 / 25-02-2017
"ყოველი ხელფასიდან ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს..." - ის, რაც მაია ასათიანის შესახებ ბევრმა არ იცის
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მაია ასათიანის მიერ გაკეთებული სიკეთის შესახებ წერს. როგორც ირკვევა, ტელეწამყვანი ბავშვებს ხშირად ეხმარებოდა. ის ბერი ანდრიას ფონდში ყოველ თვე გარკვეულ თანხას რიცხავდა.

"მამა ანდრია 23 წლის გახდებოდა. 16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით.
მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია.
დედა თინათინმა თანამოაზრეებთან ერთად ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები სარგებლობენ, რადგან მათ თბილისში დასარჩენი არ აქვთ.

ფონდმა ბევრი ბავშვი სიკვდილს გამოგლიჯა. ბევრის სიცოცხლის ხარისხიც გაუმჯობესდა. და ერთ-ერთი
მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია. ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა. ის ყოველი ხელფასიდან აი, ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს. ასეთია სპარტაკ ცუცქირიძეც, ვისზეც ადრე ვწერდი.
ბერი ანდრია სიცოცხლეს აგრძელებს. ის ჩვენგან ელის მაიას და სპარტაკისმსგავს ადამიანებს, რათა ბევრი ბავშვი გადარჩეს", - წერს გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, მაია ასათიანს 23 თებერვალს 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.

წაიკითხეთ: "დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი"
10:46 / 11-01-2018
დარო
0
ღმერთმა გაგაძლიეროს კიდევ უფრო ძლიერო ქალო და კარგი შვილის საუკეთესო დედა. მისაბაძი ხარ შენი ძლიერებით.
გამოეხმაურე / 0 /
09:35 / 28-02-2017
ინგა
0
ვიზიარებ თქვენ მწუხარებას ღმერთმა ნათელში ამყოფოს
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა
"არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს!"
"მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49