რას პასუხობს "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ნინო კუზანოვას ბრალდებას და რას წერენ კარდიოლოგზე გვარამია და ფარულავა

რას პასუხობს "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ნინო კუზანოვას ბრალდებას და რას წერენ კარდიოლოგზე გვარამია და ფარულავა

კარდიოლოგი ნინო კუზანოვა სოციალურ ქსელში პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სერიას გამოეხმაურა და ერთ-ერთი პერსონაჟის, ნათიას დაავადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"ჩცდ-ში საწყალ გოგოს კენედის დაავადება რომ დამართეს, მხოლოდ კაცებს ემართებათ, x ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული გენია", - დაწერა ნინო კუზანოვამ.

კარდიოლოგის პოსტი სხვადასხვა საიტმა აიტაცა და გაანიუსა. მოგვიანებით სერიალის სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა ბრალდებას სოციალურ ქსელში უპასუხა და განმარტა, რომ დაავადება იშვიათად ქალებსაც ემართებათ.

"ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი გამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ და მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ. მაყურებელმა რომ მართლაც სიცრუეში არ იცხოვროს, აქვე დავდებ ლინკს, თუ რა ხდება სინამდვილეში.

ბევრი ადამიანი აღშფოთდა, რომ მოვატყუეთ და ამიტომ, მინდა რომ რაღაცნაირად დავამშვიდო, გადაუმოწმებლად არაფერს ვწერთ", - წერს ქეთი დევდარიანი და მოჰყავს წყაროების ბმულები, სადაც დაავადების სიმპტომებზეა საუბარი.

სცენარისტის პოსტს კომენტარებში თავად ნინო კუზანოვა გამოეხმაურა:

ქეთი დევდარიანის პოსტზე კუზანოვას მისამართით კრიტიკულ კომენტარს უამრავი ადამიანი აკეთებს, მათ შორის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მსახიობი ია ფარულავა:

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე