თბილისში პუტინის "ღამის მგლები" დააფიქსირეს

თბილისში პუტინის "ღამის მგლები" დააფიქსირეს

ფეისბუქზე რამდენიმე ფოტო ვრცელდება, რომელზეც ასახულია რუსი ბაიკერი "ღამის მგლების" ეკიპირებით.

ფოტოებს ინტერნეტმომხმარებელი კობა ნაროუშვილი ავრცელებს. ფოტოები ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზეა გადაღებული.

რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. რის შემდეგაც, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიკერები საქართველოს საზღვარზე ვერ შემოვიდნენ. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლა გუშინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ.

მოსახლეობა დაამშვიდა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. არ მოდიან, დამშვიდდით, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს დილით ჟურნალისტების შეკითხვას რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რუსი ბაიკერები თბილისში მაინც დააფიქსირეს. ფეისბუქში გამოთქვამენ აზრს, რომ აღნიშნულმა ბაიკერებმა შემოსვლა აკრძალვამდე მოასწრეს, მათმა კოლეგებმა კი ლარსის გავლით საქართველოში შემოსვლა ვეღარ შეძლეს.

წაიკითხეთ: შსს - "ღამის მგლების" ერთი წევრი აპრილში, "ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე" ჩამოვიდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს