როგორ ემშვიდობება პოსტიდან წასულ ნიკა გვარამიას ნანუკა ჟორჟოლიანი

როგორ ემშვიდობება პოსტიდან წასულ ნიკა გვარამიას ნანუკა ჟორჟოლიანი

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომლები ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გვარამიამ არხის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო. თუმცა, ოფიციალური განცხადება აღნიშნულის შესახებ გვარამიას ჯერ არ გაუკეთებია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წასვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება, მადლობას უხდის გვარამიას და ემშვიდობება მას:

"ნიკა, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება ♥ - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი 2012 წლის ბოლოს გახდა. მანამდე მას საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

წაიკითხეთ: როგორ დასრულდა "რუსთავი 2"-ში საგანგებო თათბირი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს