"ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს... ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!" - თურქეთში მომხდარ ავარიაში "იმედის" ყოფილი თანამშრომელი დაშავდა

"ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს... ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!" - თურქეთში მომხდარ ავარიაში "იმედის" ყოფილი თანამშრომელი დაშავდა

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა ქალი ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელია. "იმედის გმირების" და "გრიფით საიდუმლოს" ყოფილი პროდიუსერი მაიკო დათიაშვილი გასტროლზე მცირეწლოვან შვილს მიყვებოდა. ავარიის დროს მიღებული ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მოკვეთეს.

დათიაშვილის კოლეგა, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქზე პოსტს წერს, რომელშიც საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ კრიზისზე და გაუმართავ სატრანსპორტო სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ეს გოგო ჩემი მეგობარია, ეს გოგო წლების განმავლობაში იმედის გმირების დასახმარებლად 24 საათი ფეხზე იდგა, ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს! იცით რატომ?

- იმიტომ რომ არავინ თავის საქმეს არ აკეთებს

- იმიტომ რომ საქართველოში არც ერთი ტრანსპორტი გამართულად არ დადის

- იმიტომ რომ არც ერთი მძღოლი კვალიფიციური არ არის

- იმიტომ რომ ანსამბლები ფულს "ტეხავენ" და არასანდო ტრანსპორტზე თვალს ხუჭავენ

- იმიტომ რომ 30 ადამიანით სავსე ავტობუსი ისე მიდის გზაზე, რომ შემოწმებასაც არ აკეთებს

- იმიტომ რომ პროფესიონალიზმი აღარ არსებობს

- იმიტომ რომ სხვისი სიცოცხლე ყველას ფეხებზე კიდია

- იმიტომ რომ მთელი ამ მიზეზების გამო 3 შვილის დედა დღეს უფეხოდ დარჩა. და უსაზღვროა საგზაო შემთხვევები, უსაზღვროა თურქეთის გზაზე მომხდარი ავარიები. უსაზღვროა და ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!" - წერს ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს