ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
12:58 / 17-07-2017
"ვაი თქვენს კაცობას!" - თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" მონაწილეთა უხამს კომენტარებს პასუხობს
გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილმა წარმომადგენელმა, თათია დოლიძემ 14 ივლისს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამართული "ქართველთა მარშის" შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და მისი ორგანიზატორების მოთხოვნები გააკრიტიკა. დოლიძის პოსტს მარშის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მხრიდან სოციალურ ქსელებში არაერთი უცენზურო, უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი მოჰყვა, რომელთა გასაჯაროვებისგანაც Ambebi.ge შეგნებულად თავს იკავებს. საზოგადოების განსხვავებული ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული პოსტები მათმა ავტორებმა წაშალეს, უარყვეს ან განაცხადეს, რომ მათი სახელით "ფეიკ" გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, კრიტიკის შემდეგ, კიდევ უფრო აგრესიული და უცენზურო კომენტარები დაწერეს.

გავრცელებულ უცენზურო პოსტებს თათია დოლიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"რამდენი ადამიანი დასაქმდა უცბად ჩემი ლანძღვა-გინებით. რამდენიმე ფავორიტი კომენტარიც კი მაქვს უკვე.
ჯერ მარტო 25 წლის გოგოზე მოერიდებოდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს, როგორებადაც თავი მოაქვთ მარშის მონაწილეებს, ასეთი რაღაცების დაწერა. ქალებზე აღარაფერს ვიტყვი, თავად მიაჩნიათ ასეთი ტიპის ქალებს, რომ ჭკუა არ მოეთხოვებათ.

***
როგორც კი ვნახე, რომ პოსტი წაშლილი იყო თავისივე კომენტარებით, მაშინვე მივხვდი, რომ ამის თქმას აპირებდნენ.
ყალბიაო! ათასობით ადამიანს მაინც არ ენახა.
ვაი თქვენს კაცობას!
არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვარ მოგიწოდოთ ყველას, რომ აქ კომენტარებში დადოთ ყველა სქრინი, რაც დაგიგროვდათ.
სირცხვილი თქვენ!", - დაწერა თათია დოლიძემ.

"ფეისბუქ-მეგობრების" უმრავლესობა თათიას შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას ურჩევს:

- უბრალოდ სირცხვილია!! არა კაცობა!!! უნამუსობა!!! არ მინდა თქვენს გვერდზე რამე ცუდი დავწერო, მაგრამ თავს ძლივს ვიკავებ აქ მაინც არ გავცე იმ უნამუსო ხალხს პასუხი, ჩვენ შენს გვერდით ვართ, უჩივლე და პასუხი მოსთხოვე იმ შეურაცხყოფისთვის, რაც თქვენ, ჩვენ და ყველა ქართველს მოგვაყენა თავიანთი უხამსი, უვიცი სიტყვებით, რომლის წაკითხვის შემდეგ უფრო გამიმყარა ის აზრი, რომ უნდა მრცხვენოდეს ქართველი, რომ ვარ, იმ ეროვნების, რომლებიც ეგ უნამუსო ხალხია.

- თათია, ყველა ქალის სახელით, იმედია, სასმართლოს მიმართავ.

- თათია უჩივლე ამ ნაძირლებს, არ გაჩერდე!

- თათია, იმედი მაქვს სასამართლოსთვის გჭირდება სქრინები.
ეს არ იქნება ბრძოლა მხოლოდ შენს და მათ (არც კი ვიცი რა სიტყვა ვუწოდო) შორის.
წარმატებები და იმედი მაქვს, ყველას საკადრისად აგებინებ პასუხს, ამ მაზოხიზმზე.

- თათია, უნდა უჩივლოთ აუცილებლად!!! სრულიად აუცილებლად!!! ყველა ქალისთვის უნდა უჩივლოთ! იმედია, საზოგადოებაც შევძლებთ, რომ მხარი დაგიჭიროთ ჯეროვნად!!!

თათია დოლიძის მხარდასაჭერად, "ფეისბუქში" პოსტი არაერთმა ცნობილმა ადამიანმაც გამოაქვეყნა:

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:
"კაცის მხრიდან ქალის ლანძღვა და უხამსად მოხსენიება არ არის ღირსეული საქციელი.

მით უფრო, თუ ეს განსხვავებული აზრის გამო ხდება.
კაცები, რომლებიც ქალებს ლანძღავენ და თანაც, ამას გაუპატიურების კონტექსტით აზავებენ, არც საკუთარ დედას, არც მეუღლესა თუ შეყვარებულს სცემენ პატივს და

არც საკუთარ ქალიშვილებს.

მათ არც მაღალი შინაგანი კულტურა აქვთ და არც შეძენილი.
ასეთ კაცებს არ მოუსმინოთ და მათგან წიხლიც კი არ გეწყინოთ.

მე პატივს ვცემ 2016 წელს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის აზრს, შეხედულებებს მარშებთან დაკავშირებით და ვგმობ იმ უსირცხვილო ლანძღვას, რაც მან ქართული მარშის ზოგიერთი წარმომადგენლისგან იწვნია.
ნამდვილი ქართველი კაცები ასე არ იქცევიან!"

გიორგი ხაბურძანია, ტელეპროდუსერი:
ეს ქართული მარაზმი რომ დაბალ IQ-ს მქონე ლუზერების თავშესაფარია ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც კონკრეტული სახელგვარები გაუპატიურებით და ძალადობით ემუქრებიან კონკრეტულ პიროვნებას, ამით მინიმუმ პროკურატურა მაინც უნდა დაინტერესდეს.

გია ეძგვერაძე, მხატვარი:

გახსენით ლინკი და წაიკითხეთ ამათი ენაბილწი და გონება ნარწყევი კომენტარები ფბ-ზე!!!

აი ეს ხართ ქართველები????!!!!!! (გაჭყლეტვის სურვილის რამე ლაიქი არ არსებობს??) ესენი არიან ვინც "ქართულ იდენტობას" იცავენ და ქართული ტრადიციის მომხრეები არიან??!! დიდი მოქართველეები??!! ესენი არიან ისინი, ვინც სხვის ტრ*ს უჭვრიტინებენ და თავისას არც იბანენ და აქოთებული ყვ***ები ეკლესიაში პირჯვარს იწერენ!! ჩაპიტკინებულ სახეებს შეხედეთ და ბანჯგვლებს - ხიდან რომ არ ჩამოსულან ჯერ და მიწაზე ყურების და შარდ განავლის ძებნის გამო ზემოთ ვერ აუხედიათ და ცა ერთხელ არა აქვთ დანახული!! საკუთარ სხეულისთვის ვერ მოუვლიათ ბღენძ/ლენჩებს დამსგავსებიან და ერის მოვლა განუზრახავთ ამ ჭკუა დაფსობილებს. საზიზღარები ხართ ყველანი, ვინც ამათზე იცინ/ხალისობს, საუბრობს ან გვერდში, ან უკან უდგას!! ერი კი არა მაიმუნის ჯიში ხართ და იქნებით, ვინც ამათ აბოგინებთ, სადმე გამოაჩენთ ან ტელევიზიაში, ან რადიოში, ან გაზეთში. არცერთ ერს არ ჰყავს ასეთი ჯიშის და მოდგმის დე-გენერატები!! გახსენით ლინკი და წაიკითხეთ ამათი ენებილწი და გონება ნარწყევი კომენტარები ფბ-ზე!!! კულტურის ნატამალი არ გაგაჩნიათ არავის, ვინც ამათ მიმართ რაიმე შემნდობლობას იჩენთ - ასეთებმა ეხლავე და უკლებლივ ყველამ დაახვიეთ ჩემი კედლიდან - ამას მართლა გეუბნებით, ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი მეგობრების რიცხვს გამოაკლდებით!!!!!!!
თქვენ ქართველ ერს კულტურული შეგნება რომ გაგაჩნდეთ რაიმე - მარტო ეს დოკუმენტი ეყოფოდა ამ ბედოვლათების სრულ დისკრედიტაციას და საზოგადოებაში თავი არ გამოეყოფოდათ, მაგრამ არანაირად არ ხართ შემდგარი კულტურულად და ასეთ გიბონ/მაიმუნებს იმსახურებთ!!"

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
არ შეიძლება კაცს ერთი ქალი მაინც, თუნდაც საკუთარი დედა უყვარდეს ნამდვილი სიყვარულით და ასეთი ღვარძლი და ბოროტმეტყველება, ამ შინაარსის სიძულვილი შეძლოს ნებისმიერი, "მსოფლიოში ყველაზე ცუდი" ქალის მიმართაც კი.
შემზარავი დიალოგია.
იმედია, ყველა მეორე კაცი ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულებით არ ხართ საპირისპირო სქესის მიმართ.
არ შეიძლება იმ კაცების ნდობა, რომლებსაც ქალი სძულთ.

ნინა სუბლატი, მომღერალი:
ესეიგი ამ ვიგინდარების წარმოდგენა რა არის: მათი საცოდაობა პენისი გადაარჩენს სამყაროს! არა მხოლოდ ქალს "მოიყვანს გონს, ნწ, უფრო მასშტაბური მისია აკისრია ამ გამონაზარდს. - ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება ამათ თავში, რა არსებები არიან... ნუ ყველა წარმატებული და განათლებული ქალი რომ "ლესბიანკა და მინეტშიცაა" ეგ თავისთავად; ჩემი ვერსია ისაა, რომ ქვეყანაში იმდენი მაგარი ქალია და იმდენი არაკაცი, რომ "ლესბიანკა" ნამდვილად გახდები ადამიანი, და საერთოდ ღმერთმა ნუ ქნას ისე, რომ ესენი მართლა დაკავდნენ სექსით თორე ბევრად მალე ვდეგრადირდებით. ისე, ეს თავიანთი ფეხებშუა აქოთებული რომ თავისივე ტ**ში გაიკეთონ, შეიძლება მართლა მოხდეს რამე ძვრა გონებაში (თუ არადა, ერთ ადგილში მაინც). თან რომ წაუშლიათ ეს ნაბოდვარი.. ქართველ კაცს რომ ქალის ეშინია, ისე არავის არაფრის! მართლა!
ჩემთვის თათიაა ქართველი, მეც ქართველი ვარ, კიდევ ბევრი ქალია ქართველი და ბევრიც კაცი - მაგრამ ესენი არიან ჯოჯოები და მარში კი არა, აზრის გამოხატვის უფლება ჩამოართვით სასწრაფო ტემპით!

ნინო დანელია, მედიაექსპერტი:
აი, ამ ქსენოფობების ნამდვილი სახე! "გრუპენში" ვეღარ ივარგებს თურმე ბატონი კორკოტაშვილი, ოღონდ კაცთან სექსს ნატრობს და ახალგაზრდების განათლება ზარავს! ამისთვის ყვიროდა "ჯოს", "ჯოს" წარსულში ჩარჩენილი. რას დავემსგავსეთ, რა გვიქნა ასეთი სსრკ-მ, რომ ვერ ვარჩევთ ფარისევლობას და სიმართლეს, ვერ გვესმის ქართული ღირებულებები, რომლებზეც ჩვენი წინაპრები საუბრობენ და მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ დავით აღმაშენებელი იყო. ამ სახედაკარგულ მარტორქებს რატომ უნდა აუწყო ფეხი?!
***
წაშალეს პოსტები, ნამეტანი ლუსტრირების შეეშინდათ მაინც. სინამდვილეში ყველა ასეთი ბრექია ხომ უკიდურესად მხდალი ტიპია და ბაქი-ბუქი მიმიკრიისთვის სჭირდება. აბა, რეალიზებული კაცი სხვის გაუპატიურებაზე, თანაც ჯგუფურზე რატომ იოცნებებს?! მაგრამ მე ის მაინტერესებს, ამათ ვინ უნდა ენდოთ, თავისივე მხარდამჭერ ქსენოფობებს სულ ფეიკი პროფილები ეძახეს.

ეკა ხოფერია, ჟურნალისტი:
თათია დოლიძეზე: მხარს ვუჭერ ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი გოგოა, იმიტომ, რომ მაგრად ისწავლა, იშრომა, თავისით იკვალავს გზას და ამ გზაზე აღწევს წარმატებებს. კარგი ადამიანია და საერთოდ, მაგარი გოგოა. თათია შენს გვერდით ვარ და ახლა მთავარია, შენი ოჯახის წევრებმა "გაუძლონ" ამ ფეისბუქ შემოტევას) დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი. ამ პოსტებით შენი მხარდამჭერები ცოტათი გადმოვინაწილებთ ფბ "რისხვებს").

წაიკითხეთ ასევე: თათია დოლიძის სკანდალური განცხადება - "მსგავსი რუსული პროპაგანდა კარგად არის დაცდილი ევროპულ ქვეყნებში"

უცხო ქართველთა მარში (ბლოგი)
06:38 / 20-07-2017
ნინა
0
სუბლატს თუ ჰგონია "ქართულმარშელებისგან" დიდად რამით განსხვავდება, შემცდარა:)
20:06 / 19-07-2017
serjant
1
უსაქმურების ბანდაა, აქედანაც და იქიდანაც. მაგათი "გაკეთებული" საქმე ქვეყნის საკეთილდღეოდ მხოლოდ ქაქანია და ფეისბუქ ლანძღვა-გინება და ჭკუის სწავლება. მათრახი არ გაწყენთ მაგრამ დამრტყმელი არავინ არ არის და სწორედ ეგ არის ქვეყნის უბედურება
მსგავსი სიახლეები
შსს-მ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება"
"ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით გვყავს საქართველოში
ლადო გოგოლაძის ბლოგი
+PHOTO აქციის მონაწილეებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომელსაც მთავრობას გადაუგზავნიან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:05 / 21-07-2017  Image "თბილისის მიკროავტობუსი" - მერიასთან ხელშეკრულებით, კომპანიას მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკის შეცვლის არანაირი ვალდებულება არ აქვს
ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება
10:46 / 21-07-2017  Image რატომაა ზაფხული საუკეთესო პერიოდი ზამთრის კურორტზე ბინის შესაძენად
უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა
13:53 / 20-07-2017  Image "ბუჰენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა
ილზა კოხის სასამართლოზე ადამიანის კანისგან დამზადებული ნაკეთობების კოლექცია წარადგინეს
10:41 / 21-07-2017  Image რას წერდა Linkin Park-ის სოლისტი გარდაცვლილ მეგობარზე, რომლის დაბადების დღეზეც თავი მოიკლა
ბენინგტონს ექვსი შვილი დარჩა
19:50 / 20-07-2017  Image სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს
მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49