"ტელევიზია იყავით თუ ბოსელი?" - რას წერს ნიკა გვარამია "იმედზე" და იქ გადასულ ყოფილ თანამშრომლებზე

"ტელევიზია იყავით თუ ბოსელი?" - რას წერს ნიკა გვარამია "იმედზე" და იქ გადასულ ყოფილ თანამშრომლებზე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ტელეკომპანია "იმედს" და იქ გადასულ ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს. კონკრეტულად კი პროდიუსერ გიორგი ხაბურძანიას, რომელიც "რუსთავი 2"-ის მეგა-შოუებს წლების განმავლობაში აკეთებდა და ახლა პროექტებს "იმედზე" იწყებს:

"ტელეკომპანია იმედი, დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით, ტელევიზია იყავით თუ ბოსელი? და მანდ ხალხი არ მუშაობდა? თუ საკუთარი თანამშრომლები ფეხებზე გკიდიათ და ადამიანებად არ აღიქვამთ?

ნამუსიც კარგი საქონელია გიორგი ხაბურზანია. წახვედით, წაიღეთ ფორმატები, გადაიბირეთ ვიღაცეები - გავიგეთ, გმადლობთ ყველაფრისთვის და კარგად იყავით. რომ შეგვეშვათ, არ გინდათ?" - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია "იმედში" თითქმის ერთი თვის წინ გადავიდნენ. პროდიუსერებმა თან წაიყვანეს რამდენიმეკაციანი გუნდი, ვისთან ერთადაც "რუსთავი 2"-ში წლების მანძილზე მუშაობდნენ. უკვე ცნობილია, რომ ტალანტების შოუ "ნიჭიერი" ახალი სეზონიდან "იმედის" ეთერში გავა. პროექტი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის ეთერში გადიოდა, ამიერიდან კონკურენტი ტელეკომპანიის ეთერში გააგრძელებს ტალანტების ძიებას.

ამასთან, როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, "იმედზე" გადავა ცნობილი გადაცემა "ექიმებიც". ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხაბურზანია და ჯაფარიძე ახალ პროექტს, "Rising Star"-ს დაიწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ხაბურზანია და ჯაფარიძე პირველები არ არიან, ვინც "რუსთავი 2"-დან "იმედში" გადავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ერთი ტელევიზიიდან მეორეში გადაინაცვლეს: კორესპონდენტმა ნატა მახვილაძემ, სპორტულმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ და "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სამსახურის უფროსმა კოტე ბათმანიდმა.

ასევე წაიკითხეთ: "რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს "იმედის" მუსიკალური პროექტის ყოფილი პროდიუსერი გააკეთებს

ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ  - "აცადეთ ვაჭრობა, რა დროს ტრანსპორტია"

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე