"რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს პროდიუსერი დავით იმედაშვილი გააკეთებს

"რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს პროდიუსერი დავით იმედაშვილი გააკეთებს

სატელევიზიო ბრძოლა "რუსთავი 2"-ს და "იმედს" შორის გრძელდება. თუმცა, ამჯერად არა რეიტინგებით, არამედ თანამშრომლებით. გაზაფხულის სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის მეგაპროექტების ხელმძღვანელებმა გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ "იმედზე" გადაინაცვლეს და რეიტინგული შოუ "ნიჭიერი" ახალი სეზონიდან უკვე "იმედის" ეთერში გავა.

ამასთან, როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, "იმედზე" გადავა ცნობილი გადაცემა "ექიმებიც". ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხაბურზანია და ჯაფარიძე ახალ პროექტს, "Rising Star"-ს დაიწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რაც შეეხება მეგა-შოუების პროდიუსერების შემცვლელს "რუსთავი 2"-ზე - ხაბურზანიას და ჯაფარიძეს დავით იმედაშვილი შეცვლის, რომელიც რამდენიმე ფილმის რეჟისორია და სატელევიზიო პროექტებიც აქვს განხორციელებული, მათ შორის "იმედზე" "ახალი ხმა".

AMBEBI.GE დავით იმედაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო დავით, ცნობილია რომ საერთაშორისო პროექტებს "რუსთავი2"-ზე თქვენ უხელმძღვანელებთ, რა პროექტები ჩაანაცვლებს "იქს ფაქტორს" და "ნიჭიერს"?

- ჯერჯერობით ახალი მოსული ვარ "რუსთავი 2"-ში და ვმუშაობთ ახალ გეგმებზე. ძველი გადაცემებიც გავა ეთერში და ახალ პროექტებსაც შევთავაზებთ მაყურებელს. ფორმატებს ვალაგებთ უკვე, არჩევნებს გავუწევთ ანგარიშს და საშემოდგომო სეზონიდან გავალთ ეთერში.

- რომელი უცხოური შოუების შემქმნელებთან გაქვთ მოლაპარაკება?

- მალე გაიგებთ ყველაფერს. ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- ფაქტიურად ნოლიდან გიწევთ დაწყება, ცოტა ნის წინ, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა რომ გიორგი ხაბურზანიამ გუნდის სხვა წევრებიც გადაიბირა...

- როგორც ხედავთ მიტაცებებია, მაგრამ საინტერესოა ყველაფრის ნულიდან დაწყება და არც ახალი თანამშრომლები იქნება პრობლემა. სხვას ვერაფერს გეტყვით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი