"იქ ისეთი რაღაც ხდება, ჯობს არც ნახოთ... ვინც მთაზე კერას აქრობს, ყველა გმირია!" - რას წერს ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად წასული მოხალისე

"იქ ისეთი რაღაც ხდება, ჯობს არც ნახოთ... ვინც მთაზე კერას აქრობს, ყველა გმირია!" - რას წერს ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად წასული მოხალისე

სცენარისტი ნიკა კოდუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბორჯომის ხეობაში გადაღებულ კადრებსა და ფოტოებს ავრცელებს. როგორც ახალგაზრდა წერს, ბორჯომში რამდენიმე ადამიანთან ერთად მოხალისედ წავიდა იმ მიზნით, რომ იქ მობილიზებულ მაშველებს დახმარებოდა, თუმცა ადგილზე იმდენად რთული მდგომარეობა დახვდათ, რომ მოხალისეობა მხოლოდ ხელის შეშლას ნიშნავს:

"მოკლედ, ბორჯომიდან ჩამოვედი ამ წამს, მოხალისედ ვიყავი წასული 6 ჩემთვის უცნობ ადამიან, მაგრამ ძალიან მაგარ ქართველ ვაჟკაცთან ერთად. ხოდა ვისაც გიწერიათ სტატუსად - "მოხალისებს არ გვიშვებენ ამათ დედას შ..., დებილები არიანო ჩვენით, უნდა მივხედოთ ბორჯომსო ჩამოდით ყველაო", ღირსები ხართ სუყველას მოგცენ ლაფატკა ხელში და გაგიშვან ზემოთ კერა ჩააქრეო....

ვიყავით ზემოთ ასული ძალიან დიდი ხვეწნა მუდარის და რამე მაინც გაგვაკეთებინეთ, თბილისიდან ჩამოვედით მონაწილეობის მიღება გვინდა რაღაცით მაინც რო დაგეხმაროთ - ძახილის შემდეგ, ყველა სრულწლოვანი ვართ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლების შემდეგ, რომ ვერ მოგვიშორეს თავიდან, კარგი წყალი უნდა ავუტანოთო და თქვენც წამოხვალთო. რამდენიმე სამხედროსთან ერთად ავედით წყლის ასატანად მთაზე, სადაც კერას აქრობენ განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის ბიჭები (გ.დ.დ). იქ ისეთი რაღაც ხდება ზემოთ არც ჯობს რომ ნახოთ. ამ რაღაც სურათებს რო უყურებთ ფბ-ზე დაბლობზე გადაღებულს, სადაც მორი ჩამოგორდა და ვიღაცები ლაივებს რთავენ, არის უბრალოდ მათხოვრული პიარის ასამაღლებელი შეთითხნილი სურათები და ვიდეოები. ვითომ გმირობანას თამაში და არიქა ყველა ჩამოდით ერთად დავდგეთო.... რეალური სურათი სულ სხვააა...

ადგილი რომელიც არის ეპიცენტრი, არის მთა და ის არის მთლიანად მდელოდ ქცეული, არ არის არანაირი ხე დარჩენილი რო ხელით მოეჭიდო, თუ დაგიცურდა ფეხი, დაცურების შანსი არის დიდი რადგან 100 გრადუსიანია მთა (დილეტანტური შეფასებით) და ქვიშა სრიალებს. დგას საშინელი კვამლი და ამ კვამლს ქარი ამოძრავებს წინ და უკან. ნებისმიერი მოხალისე პოტენციური მსხვერპლია. იქ ვერავის დაეხმარებით, მარტო ხელს შეუშლით ნუ აყვებით ფსევდოპატრიოტულ შეძახილებს... ვერც ლაფატკას მოიქნევთ, ვერც საჭმელს აიტანთ, ვერაფერს ვერ იზამთ იმიტომ რომ არ გამოდის, არ ხერხდება. რასაც იზამთ ეს არის - შეუშლით ხელს ისე როგორც შევუშალე პირადად მე, იმიტომ რომ მოხალისების ადგილი ზემოთ არ არის!!...

არავის იქ არ აგიშვებენ და ამით თქვენ გიცავენ, გაიგეთ როგორმე. არ არი საჭირო ამდენი აგრესიული სტატუსი. მობილიზებული ყავთ ყველაფერი რაც გააჩნია ქვეყანას, თავს ზემოთ ძალა არ არის. რასაც კი წარმოიდგენთ, რაც კი რამე დეპარტამენტი გაგიგიათ, რაც გვყავს ყველაფერი იქააა, მზადყოფნაშია ჯარიც. არ სჭირდებათ მოხალისები, რომლებიც ქმნიან დაბრკოლებებს. ვინც მთაზეა ასული და კერას აქრობს, არის ყველა გმირი. თითოეულ მათგანს მე პირადად მივიჩნევ ამ ქვეყნის გმირად. ეს ბიჭები ძალიან დიდ კვამლში, რომელიც რას შვება თეორიულად მაინც ხო იცით, მშიერ მწყურვალი ამ სიცხეში ურტყამენ ლაფატკას ცეცხლს რომ ჩაქვრეს და დგანან მთაზე რომლიდანაც შეიძლება ფეხი დაუცურდეთ და ნუ გაუხდით კიდევ ზედმეტ საზრუნავს თქვენ თავებს..

დამიჯერეთ, ზემოთ ხდება საშინელება და მოხალისეებს გირჩევთ ჩამოხვიდეთ თბილისში და აცადოთ კომპეტენტურ ხალხს მუშაობა. თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას და დაელოდოთ შედეგს. ძნელია მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მეორე ასვლის მოლოდინში ვისხედით და ვუცდიდით ბრაძნებას, რომ ისევ აგვიშვებდნენ წყლის ასატანად ან რამე მსგავსის, მაგრამ ქარმა დაუბერა და თავიდან გააჩინა ცეცხლი, კვამლი მოედო ყველაფერს და ამ ყველაფერმა გამოიწვია ერთი ეკიპაჟის მთაში დატოვება რადგან ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ. წარმოიდგინეთ ახლა ეკიპაჟის მაგივრად რომ მოხალისეთა ჯგუფის ლოკაციაზე დაუბეროს ქარმა, ეგრევე გვაქვს მსხვერპლი იმიტომ რომ დაცურდებით მთიდან... არაადამიანურად ცხელა და ჭირს იქ მთაზე წონასწორობის შენარჩუნება მოხალისესთვის კვამლში, როცა არ ხარ მჩვეული მთაზე ძრომიალს მითუმეთეს ასეთ პირობებში. შესაბამისად ჩვენი ჯგუფიც აღარ აუშვეს, რადგან იყო უკიდურესად საშიში. უბრალოდ კომპიუტერიდან გიძნელდებათ წარმოდგენა რას ნიშნავს მაგ სიმახლეზე კვამლში დგომა, არც პირბადე გიშველით არც ბენდენა არც კაშნე და არც არაფერი. მაგრამ შორიდან ძნელია ამის გააზრება და პატრიოტიზმიც ჰყივის მაგიტომ ხართ ასე მონდომებული ასვლაზე, მესმის და ზუსტად ასე ვიყავი მეც... მაგრამ ეს არაა ის მომენტი როდესაც მოხალისები საჭიროებენ საქმეში ჩართვას...

მუშაობს ერთი ქართული ვერტმფრენი და ერთი აზერბაიჯანული. აზერების პილოტს რავიცი იმხელა მადლობა ეკუთვნის რომ მეტი არ არსებობს. გეგონება თავის საკუთარ სახლს აქრობდეს ისე კარგად მუშაობს. საწვავით მოამარაგა ვისოლმა. რაც გვაქვს ქვეყანას, არი ყველაფერი იქ და დამშვიდდით, მოსახლეობამდე ცეცხლი ვერ ჩამოვა. ბიჭები თავგანწირვით ცდილობენ ამ ყველაფრის პრევენციას, რაც ჯერ-ჯერობით გამოსდით! რა თქმა უნდა სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანას ჰყავს მხოლოდ 1 ვერტმფრენი და ტექნიკის როლის შესულება უწევს ცოცხალ ძალას, პოლიციას, განსაკუთრებული დავალების დეპარტამენტს და ა.შ. ეს ბოლო ფაქტი მაგრად ტეხავს მაგრამ არც ამის განხვილას აქვს ახლა რაიმე აზრი... ცეცხლი არ ქრება და ამას მოხალისეები ვერაფერს უშველით თქვენი იქ ყოფნით...

ქარი ყოველ დაბერვაზე თავიდან აჩენს ცეცხლს, რომელიც სხვადასხვა ფერდობზე გადადის.... მოხალისეებს დახმარება თუ გინდათ მაქსიმუმ რაც შეგიძლიათ ქნათ "ილოცეთ რომ იწვიმოს." შეეშვით უაზრო სტატუსების წერას. აცადეთ ხალხს გააკეთონ თავიანთი საქმე, ვინც მიცნობთ მენდეთ სიტყვაზე, რომ ყველა მთაზე მყოფი თავდაუზოგავად მუშაობს ცეცხლის ჩასაქრობად" - წერს ნიკა კოდუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ასევე წაიკითხეთ:

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

"ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს