"ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი

"ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ბორჯომის ხეობაში მოხალისედ იმყოფება, ფეისბუქის პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბორჯომის ტყეში გადაადგილების დროს რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა ბენზინის ბიდონი იპოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სამართალდამცველებსაც მიმართეს:

"დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.

ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა. ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება" - წერს სინჯიკაშვილი.

ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი (2 ქართული, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული) და ერთი თურქული სამაშველო თვითმფრინავი მუშაობს. ამასთან, 11:00 საათისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. ქართული მხრიდან მობილიზებულია 700 ადამიანი, ცოცხალი ძალა. 50-მდე სახანძრო ტექნიკა მუშაობს. ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკაც. ამასთან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 70-70 მაღალკვალიფიციური, დატრენინგებული, პროფესიონალი მაშველი ჩამოვიდა თავისი ტექნიკით და ისინიც ჩაერთვნენ ამ ოპერაციაში.

ასევე წაიკითხეთ:

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

"იქ ისეთი რაღაც ხდება, ჯობს არც ნახოთ... ვინც მთაზე კერას აქრობს, ყველა გმირია!" - რას წერს ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად წასული მოხალისე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს