"ყველა რომ მოდიოდა, ის არ წამოვიდა და ახლაც ყველაზე გვიან დაბრუნდა" - ნათია ფანჯიკიძე აფხაზეთიდან მამამთილის გადმოსვენებაზე

"ყველა რომ მოდიოდა, ის არ წამოვიდა და ახლაც ყველაზე გვიან დაბრუნდა" - ნათია ფანჯიკიძე აფხაზეთიდან მამამთილის გადმოსვენებაზე

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანიაც აღმოჩნდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მამამთილის ნეშტის გადმოსვენებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:

"მამია ალასანიაც დაბრუნდა სოხუმიდან. ყველა რომ მოდიოდა, ის არ წამოვიდა და ახლაც ყველაზე გვიან დაბრუნდა.

ეს ამბავიც დასრულდა.

დიდი მადლობა მსოფლიოს ყველაზე ღირსეულ ორგანიზაციას, წითელ ჯვარს, რომელიც უხმაუროდ, ერთგულად, ცოდნით ემსახურება ადამიანებს.

ირაკლი ხვალ ჩამოვა თბილისში. დაკრძალვის დღეს და დეტალებს გაგაგებინებთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს