"ვფიქრობ საყვარელ მზია ბებიაზე... რომლის დაკრძალვაზე მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა" - რას წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუქზე"

"ვფიქრობ საყვარელ მზია ბებიაზე... რომლის დაკრძალვაზე მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა" - რას წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუქზე"

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ სირთულეებზე საუბრობს. პოსტთან ერთად ის რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის აწ გარდაცვლილი ბებია მზია წერეთელი, სანდრა რულოვსის დედა და მათი ოჯახის სხვა წევრები არიან ასახულნი:

"როცა facebook-ში შევდივარ, მეკითხება ხოლმე: "What’s on your mind, Sandra?" (რაზე ფიქრობ სანდრა?). ბევრ რამეზე ვფიქრობ დღეს - ჩვენი ქორწინების დღის 24 წლისთავია - ოღონდ არა ამ დღის აღნიშვნაზე.... სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები სევდიანია: …ვფიქრობ დედაჩემზე, რომელიც წავიყვანეთ ალცგეიმერით დაავადებულთა დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა გაუარესდა, ვეღარც დადის და ვერც გველაპარაკება... ვფიქრობ მიშაზე, ვინც ეხლა სულ მარტოა დარჩენილი კიევში, ერთგული ქართველი დაცვის წევრების და ოპერატორის გარეშე, რადგან ყველა გაურკვეველ ვითარებაში იქნა დაკავებული და დეპორტირებული…

…და ვფიქრობ ჩვენს საყვარელ 90 წლის ბებიაზე მზია წერეთელზე, რომელიც მამაცურად ებრძოდა ხანმოკლე, მაგრამ ფატალურ დაავადებას და რომლის დაკრძალვაზე მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა... მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, ჩვენი ოჯახი სამართლიან ბრძოლას აგრძელებს და აუცილებლად გადავლახავთ დღევანდელ სირთულეებს!" - წერს სანდრა რულოვსი.

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარალელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ