"როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ"

"როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ"

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ჩვენ ვებრძვით დანაშაულის ჩამდენთ, მაგრამ არ ვფიქრობთ დანაშაულის მიზეზებსა და მათ აღმოფხვრაზე.

ჩვენ არ ვუსმენთ ბავშვებს, საკუთარ შვილებს და ამიტომ, ხშირად მთავარი გვეპარება.

როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ.

ჩვენ მოვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას ლამის ლინჩის წესით, მაშინვე ეშაფოტოსთვის ვიმეტებთ და ამით აგრესიას კიდევ უფრო ვაძლიერებთ, ვახალისებთ ახალ დანაშაულს.

ჩვენ ბავშვებს ვართმევთ თავისუფალ ეზოებს, მათ ნაცვლად კი ავტოფარეხებს ვაშენებთ და აღარ ვაძლევთ მოზღვავებული ენერგიის დახარჯვის საშუალებას.

ჩვენ მშობლები ერთმანეთთან ვჩხუბობთ შვილების თანდასწრებით და გონებაში ვულექავთ, რომ ჩიხიდან გამოსავალი აგრესიაა, რომ ჩხუბი კარგი ტონია.

ჩვენ, ლამის ყველა, ვფიქრობთ და შვილებსაც ვასწავლით, რომ დანაშაულის დაფარვა და ქუჩური გარჩევა უფრო სწორია, ვიდრე სამართალდამცავებთან თუ მასწავლებლებთან თანამშრომლობა.

ჩვენ დანაშაულის ჩამდენისკენ მაშინვე თითს ვიშვერთ და გვავიწყდება, რომ არც ჩვენ ვართ უცოდველნი.

ჩვენ, მორალისტები ვართ. ოღონდ უკეთესის გაკეთებას სხვებს ვთხოვთ და თავად ნეკსაც არ ვატოკებთ.

ვიდრე ჩვენ არ შევიცვლებით, არც ჩვენი შვილები შეიცვლებიან, რადგან მშობლები მათთვის მისაბაძნი არიან.

თუ ჩვენ თავში რაღაცას არ გადავატრიალებთ, შეცდომებზე კვლავ ვერ ვისწავლით, ხორავადან მკვლელობა სხვა ქუჩებზე გადაინაცვლებს და სარკმელთან ჩამომდგრები ყოველთვის შიშით დაველოდებით საკუთარ შვილების შინ ჯანმრთელად გამოჩენას".

წაიკითხეთ ასევე: ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს