რა მანქანები ემსახურებოდა გოგა ხაჩიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს

რა მანქანები ემსახურებოდა გოგა ხაჩიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილს პასუხობს, რომელიც დაინტერესდა, რა მანქანით სარგებლობდა დეპუტატი მინისტრობის დროს. ამ კითხვით ჟურნალისტმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართა.

"ზუსტად და ვრცლად ჩამოგითვლი ჩემს სამსახურეობრივ მანქანებს ))

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორობის დროს - ტოიოტას ჯიპი 4 Runner. დაახლოებით 7-8 წლის და მარჯვენა საჭეთი. ბაზრობაზე ვიყიდეთ, თუ არ მეშლება 7000 $-ად. მეტი ფული "ვერ" გვქონდა.

თუმცა, აუცილებლად მჭირდებოდა ჯიპი და დავდიოდი ასე.

ერთადერთი გუბერნატორი ვარ, რომელსაც მძღოლი მარჯვენა მხარეს ეჯინა.

სამცხე-ჯავახეთში 11 წლის მსუბუქი მერსედესი დამხვდა, არადა იქაც აუცილებლად მჭირდებოდა ჯიპი (ისე უბრალოდ ვერ მიხვიდოდი რეგიონის 60-70 %-ში). ჰოდა ისევ რეალობიდან და უფინანსობიდან გამომდინარე ბაზრობაზე შევიძინეთ 4-5 წლის Ford Maverick, თუ არ ვცდები 8-9 ათას დოლარად. სამცხე-ჯავახეთში 4 წელი ვიმუშავე და ბოლო ორი წელი მყავდა Chevrolet-ის ჯიპი, ეგეც ბაზრობაზე ვიყიდეთ, ზუსტად მახსოვს 11 000 $-ად. ნუ, გასაგებია, ყველაფერი ეს ლარებში, თუმცა ფასი მაინც დოლარში გამახსოვრდება

მინისტრიც 4 წელი ვიყავი.

რომ მივედი, დამხვდა წინა სამი მინისტრის ნახმარი (ნორმალური გაგებით) ამდენივე წლის Toyota Prado და რომ წამოვედი ეგ "პრადო" დავტოვე.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც ალბათ ერთადერთი მინისტრი ვარ, რომელმაც თავის მანქანას ე.წ. "კაპიტალკა" გაუკეთა.

(იიf, აგატირებს ისეთი კომენტარია თუმცა სიმართლე)", - დაწერა ხაჩიძემ.

დეპუტატის პასუხი დაჩი გრძელიშვილმა უკომენტაროდ არ დატოვა.

"როგორ დაჩაგრულხარ კაცო, ადეიშვილს მაგ მანქანების ფასის სამეული ედგა პროკურატურაში და ახალაიას playstation უპოვნეს მანქანაში:)))", - წერს ჟურნალისტი.

ჩინოვნიკთა ავტომობილების თემა ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელის შეძენას აპირებდა. სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანის ღირებულება 83.000 ლარს შეადგენდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა, საზოგადოების მხრიდან კი ამ ამბავს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, "ტოიოტა პრადოს" შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გაუქმდა.

იხილეთ ასევე: ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს