მოროშკინა მონატრებულ პრეზიდენტს და მაკა ჩიჩუას პიარ-აქტიურობისკენ მოუწოდებს

 მოროშკინა მონატრებულ პრეზიდენტს და მაკა ჩიჩუას პიარ-აქტიურობისკენ მოუწოდებს

სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა მთავრობას და პრეზიდენტს პიარ-სამსახურების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"რადაგან ჩემი სტატუსები ასეთი ინტერნეტ აქტუალური ხდება კიდევ ერთხელ განვმარტავ: იმ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ უნდა არსებობდეს პოლიტიკურად აქტიური პრემიერ-მინისტრი და სოციალურად აქტიური პრეზიდენტი, ეს იდეალური ვარიანტია!!!! და ამას ჯანმრთელი პიარი ჭირდება!!!

გაგახსენოთ წარსული? ეტყობა ვიღაცებს მოკლე მეხსიერება აქვთ!!!

წარმოუდგენელია ჰიპერაქტიური სააკაშვილივით "დაშლიგინებდე" ყველგან მთასა და ბარში, "კანატკებსაც" ხსნიდე, ყვინთაობდე, აიპადით გამორბოდე იმის სათქმელად: "სად ბათუმი, სად მონტე-კარლო და კანი?", მერე ევროკავშირზე და ნატოზე საუბრობდე, მათ ფასეულობებს იზიარებდე... მერე პუტინს-"ლილიპუტინს" ეძახდე... კარგავდე კოდორს და ახალგორს, საღამოობით ტკბებოდე გაუპატიურების კადრებით და დილით მორიგ ნაშასთან გასახდომად კურორტზე "გაზავდე" - აი ეს მორჩა!!!!!!!!!!!

და რაც დაიწყო გასაფრთხილებელია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია!!!

ნაცების საყურადღებოდ ვაცხადებ, დღევანდელი მთავრობა და პრეზიდენტი ინტენსიურად ეცნობიან პრესას!!! მას მერე, რაც მე ეს სტატუსი გამოვაქვეყნე, გიორგი მარგველაშვილი უფრო გააქტიურდა და ეს ნორმალურია, ყველას ჭირდება შეჯანჯღარება, მაც შორის მეც! მოვუწოდებ მთავრობას, პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს გააქტიურონ პიარ სამსახურები, რადგან ნაც. ბანდა ემზადება "შავი პიარით" შტურმისკენ, ხალხი კი დაიღალა. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და პიარტექნოლოგი მზად ვარ სამსახურის გასაწევად!

ჩვენ ახლა სერიოზული პიარი გვაკლია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!!! ესენი აკეთებენ და არ ჩანს, ისინი აფუჭებდნენ და ლამაზად ფუთავდნენ!

ახლა ველოდები ჩემი არჩეული პრეზიდენტისგან და მაკა ჩიჩუასგან სოციალურ აქტიურობას: უპატრონო ბავშთა თავშესაფრების მონახულებას, ლტოლვილებისთვის სახალწლო საჩუქრების გადაცემას, უსახლკარო ადამიანების თანადგომას, ლეიკემიით დაავადებულთა დასაჩუქრებას, ამნისტიას მცირეწლოვანი შვილების დედებისთვის (3 დაგვრჩა) და უსამართლოს ნაწამები ბიჭების განთავისუფლებას! გიორგი მე მჯერა შენი!", - წერს ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

იხილეთ ასევე: "რატომ არ ესწრებოდა მარგველაშვილი პატრიარქის აღსაყდრების 36-წლის იუბილეს?" - ლალი მოროშკინა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს