"მეზიზღება ყველა, ვინც ცხოველებს ასე აწამებს" - ინგა გრიგოლია ძაღლების ორთაბრძოლებს აპროტესტებს

"მეზიზღება ყველა, ვინც ცხოველებს ასე აწამებს" - ინგა გრიგოლია ძაღლების ორთაბრძოლებს აპროტესტებს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელიც ძაღლების სისხლიანი ორთაბრძოლების თემას მიეძღვნა. "ახალგაზრდა მწვანეების" ინფორმაციით, ე.წ. ძაღლების მორიგი მასშტაბური ჩხუბი იანვრის ბოლოს კრწანისის რაიონში იგეგმება.

"მე წავალ და გავაპროტესტებ... მეზიზღება ყველა, ვინც ცხოველებს ასე აწამებს... უნდა აიკრძალოს!!!!! რა საშინელებაა... რა მანიაკები არიან... სად იზრდებიან ასეთი ავადმყოფები...((((((((((( ცხოველებს რომ ასე აწამებენ - ადამიანებსაც არ დაინდობენ... მეტირება ასეთ რაღაცეებზე... გული მისკდება მსგავს ფაქტებზე... ვანდალები... მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გააპროტესტოს", - წერს გრიგოლია.

ჟურნალისტის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ეკა ხერხეულიძე: მხეცები.

კონსტანტინე გამსახურდია: "მხოლოდ ისეთი საზოგადოება, სადაც სათნოებისა და ადამიანურობის დეფიციტია, დასაშვებად მიიჩნევს ასეთ გართობებს. მე უფრო მეტსაც ვიტყოდი, ასაკრძალია ადამიანისთვის და სხვა ცხოველებისთვის პოტენციურად საშიში საბრძოლო ძაღლების გარკვეული ჯიშები. ანუ ყველა აღნუსხული უნდა იქნეს და მათი გაჩერება უნდა დაშვებული იყოს მხოლოდ ვოლიერში".

იხილეთ ასევე: სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს