"ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია" - თამარ ჩერგოლეიშვილი "გალერიში" მომხდარ ფაქტზე

"ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია" - თამარ ჩერგოლეიშვილი "გალერიში" მომხდარ ფაქტზე

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კაფე "გალერიში" მომხდარ ფაქტს ეხმაურება და მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვს.

"1. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია თუ მოხდა, ნარკოტიკებს ადამიანები აღარ შეეწირებიან.

ნარკოტიკებს ადამიანები ეწირებიან ყველანაირი ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნებში.

შესაბამისად, უაზროდ მეჩვენება ისტერიკა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

2. ჩემი პირველი მოსაზრება, არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას კარგი ნარკოპოლიტიკა აქვს - ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია. ბარემ დავაზუსტებ, რომ თავად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ვემხრობი.

3. იმედია, "გალერი" დროებით დაიკეტა, თუ დაიკეტა და გაიხსნება - დროებითი ზომა არ მიკვირს. არაერთხელ დამხვედრია "წინა ცხოვრებაში" ჩემი საყვარელი კლუბები დროებით დაკეტილი ევროპაში, როდესაც არალეგალური ნარკოტიკების სიჭარბე შეუნიშნავთ სამართალდამცავებს, მაგალითად Escape Venue ამსტერდამში. თუმცა გარკვეული ზომების მიღების შემდეგ, კლუბის მხრიდან, ისინი ისევ გახსნილა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კაფე "გალერიში" 23 წლის ახალგაზრდა, დავით ცხაკაია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზა გახდა.

იხილეთ ასევე: რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის"

პარაკლისი კაფე "გალერისთან" - რას მოითხოვენ სასულიერო პირები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს