პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია

ულამაზო ქალი არ არსებობს, მაგრამ არსებობს პლასტიკური ქირურგია, რომელსაც შეუძლია ქალის გარეგნობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს. თემასთან დაკავშირებით მკითხველთა შეკითხვებს "ესტა კუზანოვ კლინიკის" მენეჯერი ლელა ოსიყმაშვილი პასუხობს.

მკითხველი ელზა:

გამარჯობა. რა ღირს რინოპლასტიკა თქვენს კლინიკაში და შესაძლებელია თუ არა ოპერაციის გაკეთება ბათუმში? რა პროცედურები უნდა გავიარო?

ცხვირის ოპერაციის ფასი მერყეობს 2000-იდან 2700 ლარამდე. მოგახსენებთ, რომ ქ.ბათუმში შესაძლებელია ოპერაციის გაკეთება. კონსულტაციაზე ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ საკონტაქტო ტელეფონების საშუალებით: 855104040. მენეჯერი ქეთი.

მკითხველი სალომე:

მაინტერესებს, რა ღირს თქვენს კლინიკაში მკერდის გადიდება? ვარ 23 წლის და მკერდის ზომა პირველიც კი არ მაქვს. რა პროცედურებია საჭირო.

მკერდის გადიდების ოპერაციის ფასი მერყეობს 3500-5600 ლარამდე. თანხაში შედის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფირმის ( Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 MENTOR) სილიკონის პროთეზები. კონსულტაციაზე ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ საკონტაქტო ტელეფონების საშუალებით.მიღება პროფესორ ივა კუზანოვთან: ორშაბათს - 12.00 სთ. - დან 15.00 სთ. -მდე.

პარასკევს - 16.00 სთ. - დან 19.00 სთ. -მდე.

მკითხველი ლუკა:

გამარჯობა, ვარ 18 წლის ვაჟი. არის ამ ასაკში რეკომენდირებული ცხვირის ოპერაციის გაკეთება? საერთოდ რომელი ასაკიდან მირჩევდით?

ჩვენს კლინიკაში ცხვირის ოპერაციები კეთდება 17 წლის ასაკიდან. ცხვირის ოპერაციის ფასი მერყეობს 2000-იდან 2700 ლარამდე

მკითხველი სოფო:

მაინტერესებს, ტუჩების გადიდებას სილიკონით თუ აკეთებთ და რა ღირებულების არის ეს ოპერაცია? ასევე მაინტერესებს, არის თუ არა ინპლანტანტი მუდმივი, რომელიც შეჰყავთ ტუჩში?

ჩვენს კლინიკაში ტუჩების გადიდება კეთდება ამბულატორიულად ბიოთავსებადი გელით და მისი ფასი მერყეობს 500-700 ლარამდე. მოქმედების ვადა ინდივიდუალურია, სავარაუდოდ 8 თვე.

მკითხველი ფიქრია:

ცხვირის ოპერაციის გაკეთება მინდა და მაინტერესებს, კომპიუტერით თუ არის შესაძლებელი ოპერაციის საბოლოო შედეგის წინასწარ ნახვა?

ჩვენს კლინიკაში კომპიუტერით სავარაუდო შედეგის წინასწარი ნახვა შესაძლებელია.

მკითხველი მარეხი:

ტუჩების ხელოვნურად დაბერვისას კარგავს თუ არა ეს ორგანო მგრძნობელობას?

ჩვენს კლინიკაში ტუჩების გადიდება კეთდება ამბულატორიულად ბიოთავსებადი გელით. მოქმედების ვადა ინდივიდუალურია, სავარაუდოდ 8 თვე.პროცედურის შემდეგ პირველი რამოდენიმე დღე გექნებათ ოდნავი შეშუპება, რაც შეეხება მგრძნობელობას დაქვეითებას, ის ინდივიდუალურია და სავარაუდოდ 5-7 დღე გრძელდება.

მითხველი ეკა:

რამდენად ეფექტურია ლაზერული ეპილაცია ან ელექტროეპილაცია რა შემთხვევაშია უფრო უკეთესი?

ჩვენს კლინიკაში ლაზერული ეპილაცია არ კეთდება.

მითხველი ლალი:

თუ კეთდება თქვენს კლინიკაში საკეისრო კვეთის შედეგად დარჩენილი ნაიარევის პლასტიკური ოპერაცია და დაახლოებით რა თანხა ჯდება?

ჩვენს კლინიკაში ნაწიბურების მოცილება შესაძლებელია, თუ არის ამის ჩვენება. მოგახსენებთ, რომ ნაწიბურების მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს: ქირურგიული, ლაზეროთერაპიით, მედიკამენტოზური და სხვადასხვა სახის პროცედურებით. გირჩევთ, მობრძანდეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მკურნალობის მეთოდის არჩევაში.

მითხველი ნინო:

სახეზე მაქვს დიდი ხალი, მეჭეჭის ფორმის. თუ შეიძლება მისი მოშორება და რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის მისი მოკვეთა?

ჩვენს კლინიკაში ხალებისა და მეჭეჭების მოცილება შესაძლებელია, თუ არის ამის ჩვენება. გირჩევთ, მობრძანდეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

mkiTxveli fiqria:

cxviris operaciis gakeTeba minda da mainteresebs, kompiuteriT Tu aris SesaZlebeli operaciis saboloo Sedegis winaswar naxva?

mkiTxveli marexi:

tuCebis xelovnurad dabervisas kargavs Tu ara es organo mgrZnobelobas?

miTxveli eka:

ramdenad efeqturia lazeruli epilacia an eleqtroepilacia ra SemTxvevaSia ufro efeqturi?

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ორსულობის დროს დეპრესია, ბავშვში აუტიზმის განვითარებას უწყობს ხელს