ჟანა ფრისკემ მოსკოვში ჩასვლა გადადო

ჟანა ფრისკემ მოსკოვში ჩასვლა გადადო

მომღერალმა ჟანა ფრისკემ მოსკოვში ჩასვლა გადადო.  მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია ჟურნალისტებს მამამისმა, ვლადიმერ ფრისკემ მიაწოდა.

"ჟანამ მოსკოვში ჩამოსვლა გადადო, ამჟამად ის ლოს-ანჯელესში რჩება და დაკავებულია ფიზიკური სავარჯიშოებით, იცავს სპეციალურ დიეტას. ამ დრომდე მისთვის ტკბილი აკრძალულია. მის გვერდით არიან დედამისი, დიმა და ვაჟი პლატონი. ჯერ ზუსტად არ ვიცი, გავემგზავრები თუ არა ივლისში მის დაბადების დღეს. ყოველ დღე ველაპარაკები და ის თავს ნორმალურად გრძნობს",- განუცხადა ჟურნალისტებს მომღერლის მამამ.

ზამთრიდან მოყოლებული ჟანა ფრისკე ამერიკაშია სამკურნალოდ. როგორც ცნობილია, რუს მომღერალს მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს და მკურნალობის კურსს აშშ-ში გადის. მომღერალმა შვილი ავადმყოფობის პერიოდში გააჩინა, რის გამოც დაავადების დასაწყისში ქიმიოთერაპიის კურსზე უარი თქვა. მკურნალი ექიმების ოპტიმისტური პროგნოზით, მომღერალი წელიწადნახევარში შეძლებს დაავადებასთან გამკლავებას.

ასევე იხილეთ:

ჟანა ფრისკეს შვილი ანახეს - "ბავშვმა დედა ვერ იცნო"

როგორ გამოიყურება კიბოთი დაავადებული ჟანა ფრისკე

ოსბორნები ჟანა ფრისკეს დაეხმარებიან

ვისთან ცხოვრობს ლოს-ანჯელესში ჟანა ფრისკე?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება