ჟანა ფრისკეს შვილი ანახეს - "ბავშვმა დედა ვერ იცნო"

ჟანა ფრისკეს შვილი ანახეს - "ბავშვმა დედა ვერ იცნო"

ჟანა ფრისკემ შვილი ნახა. პატარა პლატონი დიმიტრი შეპელევმა ცოლს მაიამიში ჩაუყვანა, სადაც ჟანა ფრისკე ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

"დედა-შვილის შეხვედრამ არც თუ ისე კარგად ჩაიარა, როგორც ამას ჟანა ისურვებდა. პატარამ დედა ვერ იცნო. უფრო სწორად, ამ ჯერზე ასე იყო, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება",- ამბობს დიმიტრი შეპელევი.

ამერიკელი ექიმები ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა დიმიტრი დიბოვმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"მეგობრებო, ჩემი "შიდა" ინფორმაციით, ჟანა ფრისკეს მდგომარეობა უმჯობესდება. მადლობა ღმერთს", - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

როგორც ცნობილია, რუს მომღერალს მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს და მკურნალობის კურსს აშშ-ში გადის. როგორც ადრე ექიმებმა განაცხადეს, ფრისკეს მინიმუმ 12 თვიანი მკურნალობის კურსი სჭირდება.

მომღერალმა შვილი ავადმყოფობის პერიოდში გააჩინა, რის გამოც დაავადების დასაწყისში ქიმიოთერაპიის კურსზე უარი თქვა.

ასევე იხილეთ :

როგორ გამოიყურება კიბოთი დაავადებული ჟანა ფრისკე

ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ოსბორნები ჟანა ფრისკეს დაეხმარებიან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება