"ყოველდღე გამორჩეულ კერძებს მიმზადებდა" - ვინ გაატარა 4 დაუვიწყარი დღე პარიზში ჯაბა ქარსელაძესთან ერთად

"ყოველდღე გამორჩეულ კერძებს მიმზადებდა" - ვინ გაატარა 4 დაუვიწყარი დღე პარიზში ჯაბა ქარსელაძესთან ერთად

მას მერე, რაც თაკო დოლაბერიძემ "ორ ვარსკვლავში" მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილსა და მის მეუღლეს, მარი ოშხნელს ქორწილი აჩუქა, სულ მალე თავს დასვენების უფლება მისცა და უცხოეთში გაემგზავრა. ის პარიზში მომღერალ ჯაბა ქარსელაძეს ესტუმრა.

თაკო დოლაბერიძე:

- შვებულება სამ ქვეყანაში გვატარე: პორტუგალია, ჰოლანდია, საფრანგეთი. პორტუგალიასა და ჰოლანდიაში (ამსტერდამი) სტუმრად ჩემს მეგობრებთან (თამუნა და ერიკი) ერთად ვიყავი. საოცარი ქვეყნებია. მოვხვდი გრანდიოზულ ღონისძიებაზე - White Sensation, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება... შემდეგ პარიზისკენ დავიძარი, რამდენი წელია, მინდოდა იქ ჩასვლა და კონკრეტულად კი, ჩვენ მეგობარ ჯაბა ქარსელაძესთან. სულ მეპატიჟებოდა და როგორც იქნა, ჩავედი, მოვინახულე.

- როგორ ცხოვრობს ჯაბა იქ და როგორ გიმასპინძლა?

- ჯაბა პარიზში დოქტურანტურაში სწავლობს და იქვე მუშაობს. ძალიან მონატრებულია მეგობრებს, ოჯახს. შრომა ყოველთვის უყვარდა და ახლაც თავგადადებულია. ამბობს, რომ იქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოში უნდა დაბრუნდეს და თავის ქვეყანას გამოადგეს.

არაჩვეულებრივი მასპინძელია, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ პირადად მე მისი სტუმარი პირველად ვიყავი და მისი კომფორტული მასპინძლობით აღფრთოვანებული დავრჩი.

ის ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც უნდა იცხოვრო ევროპაში. კვირის დღეებში დაკავებულია სწავლითა და მუშაობით, პარასკევ საღამოდან კი შაბათ-კვირას ისვენებს და ერთობა. ვინაიდან მასთან მხოლოდ 4 დღე ვიყავი, ყოველი საღამო დაგეგმილი ჰქონდა, სად წავეყვანე. ვწუხვარ, რომ უამინდობის გამო "დისნეი" ვერ ვნახეთ, დანარჩენი რაც ჯაბამ დაგეგმა, ყველაფერი აასრულა, ყველგან წამიყვანა...

ალბათ იცით, რომ ის სერიოზულად ვარჯიშობს. ამ საქმიანობას დღეში 2 საათს უთმობს და საკმაოდ კარგ ტანზე დგას...

- როგორც ფოტოებიდან შევიტყვეთ, თავადვე გიმზადებდა კერძებს და გემსახურებოდა. დამოუკიდებლად ცხოვრებამ კულინარიული მიმართულებითაც გაწაფა?

- მის კულინარიაზე შევიშალე, ისე ამზადებს, ჩემი გაკეთებული კერძი ვერც კი შევთავაზე. საოცარი ინგრედიენტებით მდიდარ კერძებს მთავაზობდა. რაც მთავარია, იცის, რა და როგორ გააკეთოს. ყოველდღე მიმზადებდა ახალ-ახალ და გამორჩეულ სადილს. ისე, რომ აქ უკვე მენატრება მისი სამზარეულო.

- მოკლედ, 4 დღე მაქსიმალურად დატვირთული გქონდა, ხომ?

- კი, ყოველი დღე იმდენად კარგი და შინაარსიანი გახლდათ, რომ ვერც ერთს გამოვარჩევ... ისე, ყველაზე მატად ჩემი ყურადღება მისმა ორგანიზებულობამ, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარმა და სახლმა მიიქცია, რომელიც მართალია ნაქირავებია, მაგრამ უთბილესი და უკარგესია. საოცარი გარემო აქვს იქ შექმნილი. მინდა, ვუსურვო, რომ მალე ასეთი საკუთარი სახლი შეეძინოს.

მოკლედ, პარიზში ჯაბასთან ერთად, მონატრებული, თბილი და ტკბილი არდადეგები გავატარე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს მეგობარს ამისთვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება