როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები რობინ უილიამსის სიკვდილს

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები რობინ უილიამსის სიკვდილს

კალიფორნიაში, საკუთარ სახლში 63 წლის რობინ უილიამსი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მსახიობი დეპრესიას უჩიოდა და სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. გაოგნებული კოლეგები "ტვიტერზე" ემშვიდობებიან უილიამსს.

ბარაკ ობამა: რობინ უილიამსი იყო ექიმი, ძიძა, პრეზიდენტი, პროფესორი, გაზრდილი პიტერ პენი, მაგრამ პირველ რიგში, ის უნიკალური ადამიანი იყო. ჩვენს ცხოვრებაში ის უცხოპლანეტელივით გაჩნდა, მაგრამ, ჩვენი ცხოვრებიდან როგორც ახლო მეგობარი, ისე წავიდა.

სტივენ სპილბერგი: რობინი კომედიური გენიის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ის ჩვენი სიცილით იკვებებოდა. ის ჩემი მეგობარი იყო და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ცოცხალი აღარ არის.

გლენ კლოუზი: ძალიან დამწუხრებული ვარ. რობინი ნაციონალური საგანძური და ბრწყინვალე ადამიანი იყო.

ჯონ ტრავოლტა: არასოდეს შემხვედრია მასზე კეთილი, მხიარული, მეგობრული ადამიანი. რობინის დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი, რომლითაც ჩვენს ხასიათს აუმჯობესებდა, ვერაფერს შეედრება. მას ყველანი ვუყვარდით და ჩვენც ყველას გვიყვარს ის.

თეთრი სახლი: მას შეეძლო ჩვენი გაცინება, მას შეეძლო ჩვენი ატირება. მან დაასრულა ყველა ადამიანურ  გრძნობაზე შეხებით.

სტივ მარტინი: გაოგნებული ვარ მისი გარდაცვალების გამო. დიდი ნიჭი, დიდებული პარტნიორი და არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ.

ელენ დეჯენერესი: ვერ ვიჯერებ მომხდარს. მან იმდენ ხალხს აჩუქა სიხარული. გული მაქვს გატეხილი.

ლენა დანემი: გადასაღებ მოედანზე წუთიერი დუმილით მივაგეთ პატივი რობინის ხსოვნას, ადამიანის, რომელიც დიდი ხანი გვჩუქნიდა მხიარულებას.

დენი დევიტო: ძალიან მწყდება გული.

პინკი: მე დღეს რობინ უილიამსის ოჯახისთვის ვლოცულობ. მხოლოდ ერთხელ შევხვდი მას, მაგრამ ეს მომენტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

ნილ პატრიკ ჰარისი: გაოგნებული ვარ რობინის გარდაცვალებით. მას უზომო სიხარული და სიკეთე მოჰქონდა მილიონობით ადამიანისთვის.

ჯუდ აპათოუ: როდესაც 18 წლის ვიყავი, სტაჟირებაზე დავიწყე მუშაობა კომედიურ თეატრში მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი. გენიოსი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც დედამიწა უკეთეს ადგილად აქცია.

ბენ სტილერი: ეს პოსტი ვერ გადმოცემს რობინ უილიამსის ნიჭის, სიკეთის და სულის სიდიადეს. ძალიან სამწუხაროა.

კრისტინა აპლგეიტი: მშვიდად განისვენე გენიოსო. შენ იყავი შთაგონების წყარო და ლეგენდა.

მომზადებულია smh.com.au-ს მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ | რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება