თინა მახარაძე ტრუსების გარეშე - "სცენაზე შიშველმა უნდა ვიტანტალო"

თინა მახარაძე ტრუსების გარეშე - "სცენაზე შიშველმა უნდა ვიტანტალო"

განახლება| "მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ" - სცენაზე გაშიშვლებული თინა მახარაძე კრიტიკას პასუხობს

მსახიობი თინა მახარაძე ისევ აგრძელებს მაყურებლის გაოცებას. პარასკევს "ბრავოს" სცენაზე თინამ, თანაწამყვან სტეფანესთან ერთად საკმაოდ თამამი ცეკვა შეასრულა. წყვილმა შოუ მოცეკვავეებთან ერთად გახსნა.

მართალია, სოციალურ ქსელში თინას ცეკვა და გარეგნობა გააკრიტიკეს, მაგრამ გადაცემის მეორე ნაწილში მის მიერ შესრულებული ცეკვა ყველას დაავიწყდა, რადგან მსახიობი სცენაზე საკმაოდ თამამი კაბით გამოჩნდა საცვლების და ბიუსტჰალტერის გარეშე...

კაბა "რუსთავი 2"-ის დიზაინერმა გიორგი ნადირაძემ შექმნა, მის შესაქმნელად კი გიპიურის და მყარი შავი ქსოვილის ფაქტურა გამოიყენა.

მახარაძის სხეულის წინა მხარე კაბაში ბოლომდე დაფარული იყო, სამოსი გიპიურის ქსოვილით იყო გაფორმებული და გვერდიდან ჩანდა, რომ თინას კაბა შიშველ სხეულზე ეცვა.

გამჭირვალე სამოსი ეცვა სცენაზე სტეფანე მღებრიშვილსაც, თუმცა გიპიურის პერანგი, რომლითაც მომღერალი "ბრავოს" სცენაზე გამოვიდა, თითქმის ვერავინ შეამჩნია, რადგან მაყურებლის აღფრთოვანება მახარაძის თამამმა კაბამ გამოიწვია.

თინა მახარაძე დიზაინერის შეთავაზებას თავიდანვე დათანხმდა და ხუმრობდა კიდეც, სცენაზე შიშველმა უნდა ვიტანტალოო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება