ფარულავამ და სუარმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს - რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა

ფარულავამ და სუარმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს - რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა

თბილისის საქალაქო სასამართლო ია ფარულავამ და მისმა მეუღლემ ტარიელ სუარმა კომენტარის გარეშე დატოვეს. საზოგადოებისთვის რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო, ფარულავა სათვალით და თავსაფრით იმყოფებოდა სასამართლოში.

რაც შეეხება პროცესს, რომელსაც სუარი და ფარულავა დაესწრნენ, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. დახურულ პროცესზე, სავარაუდოდ, საუბარი შეეხებოდა ია ფარულავას მიერ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნას. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ია ფარულავა ქმარს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიმართა მისთვის შემაკავებელი ორდერის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაზე ია ფარულავამ კომენტარი საერთოდ არ გააკეთა.

პროცესის დაწყებამდე კი ტარიელ სუარმა სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ საქმე შეეხებოდა სულ სხვა პროცესს, კერძოდ, მისი თქმით, ია ფარულავასთან ერთად გეგმავს საქართველოს მასშტაბით ტურნეს, რომლის ფარგლებში 60 კონცერტი უნდა ჩატარდეს. სუარმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ტურნეს თაობაზე იყო სასამართლოში მისული.

ჟურნალისტების შეკითხვას სექსუალურ ძალადობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სუარმა ასე უპასუხა:

"სექსუალური ძალადობა იაზე? მე და იას ეს საქმე ძალიან გვიყვარს და სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა სუარმა.

იხილეთ ასევე: ია ფარულავა ტარიელ სუარს სექსუალური ძალადობის გამო სასამართლოში უჩივის?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება