"მარია დემიდოვამ ქმარი გიორგის გამო მიატოვა" - რას ფიქრობს ასლან აბაშიძე ვაჟის სკანდალურ საცოლეზე (ექსკლუზივი)

"მარია დემიდოვამ ქმარი გიორგის გამო მიატოვა" - რას ფიქრობს ასლან აბაშიძე ვაჟის სკანდალურ საცოლეზე (ექსკლუზივი)

ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე აქტუალობას არ კარგავს. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ყოფილი მეთაურის ვაჟი, ქართველ მოდელზე, ეკო ფანგანზე იყო შეყვარებული, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

ცოტა ხნის წინ, ambebi.ge-ს აბაშიძის ახლობელი დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და განგვიცხადა, რომ გიორგი აბაშიძის რჩეული რუსი მოდელი მარია დემიდოვაა და მან წყვილის ფოტოებიც მოგვაწოდა. ჩვენი წყაროს ცნობით, მარია დემიდოვა და გიორგი აბაშიძე უკვე წლებია ერთმანეთს ხვდებიან. აბაშიძემ საკუთარი რჩეული მამასაც გააცნო, ის ორჯერ ჰყავდა სახლში მიყვანილი. კითხვაზე, მოსწონს თუ არა ასლან აბაშიძეს საკუთარი შვილის რჩეული, წყარომ გვიპასუხა, რომ აჭარის ყოფილი მეთაური ამასთან დაკავშირებით საუბარს ყოველთვის თავს არიდებს.

მარიამ და გიორგიმ ერთმანეთი მოსკოვში, საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს. მარია პროფესიით მხატვარია, ამის პარალელურად მოდელობს და წარსულში არაერთ თამამ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის 34 წლის არის. გიორგი აბაშიძე საჯარო სივრცეში მარია დემიდოვასთან ერთად გამოჩენას თავს არიდებს. გიორგი აბაშიძე საქართველოში ყოფნისას დაქორწინებული იყო სალომე ბაჯელიძეზე, რომელიც აბაშიძესთან დაშორების შემდეგ, გარკვეული პერიოდი მონასტერში ცხოვრობდა. ამბობენ, რომ სალომემ ეს გადაწყვეტილება გიორგისთან განშორების გამო მიიღო. მარია დემიდოვა კი წარსულში იყო დაქორწინებული, თუმცა არაოფიციალურად. მამაკაცი, რომელთანაც ის ადრე ცხოვრობდა, სავარაუდოდ, გიორგის გამო მიატოვა. აპირებენ თუ არა გიორგი და მარია დაოჯახებას, ეს ჯერჯეობით უცნობია. ანონიმურმა წყარომ ambebi.ge-ს გიორგის და მარიას ერთობლივი ფოტოებიც მიაწოდა, რომელიც საერთო მეგობრების წრეში აქვთ გადაღებული.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი

"ყველა დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ნოსტალგიამ მოუღო ბოლო, უნდოდა სამშობლოში დაბრუნებულიყო" - როგორ იხსენებენ და რას ყვებიან ზურა დოიჯაშვილზე ცნობილი მეგობრები

"ვერ აგისრულე... ვერ დაგაბრუნე თბილისში... ბოდიში" - მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"