ჯგუფ "ტატუს" წევრი ქართველ "კანონიერ ქურდს" გაყვა ცოლად

ჯგუფ "ტატუს" წევრი ქართველ "კანონიერ ქურდს" გაყვა ცოლად

35 წლის კანონიერმა ქურდმა გიორგი ზარანდიამ, რომელიც გია გალსკი მეტსახელითაა ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ცოლად მომღერალი იულია ვოლკოვა მოიყვანა. იულია სკანდალური ჯგუფის, "ტატუს" წევრია. "შავგვრემანი" "ტატუს" სოლისტი ზარანდიასგან ორსულადაა.

გავრცელებული ხმების თანახმად, კანონიერი ქურდების იმ ჯგუფიდან, რომლებიც თავისუფლებაზე იმყოფებიან, მხოლოდ გია გალსკი და ანდრეი კალინინგრადსკი რჩებიან ძმები ქარდავების ერთგულები.

შეგახსენებთ, რომ  2010 წელს 30 წლის იულია ვოლკოვა ჯგუფ "ტატუდან" წამოვიდა და სოლო კარიერა დაიწყო. ვოლკოვას უკვე ორი შვილი ჰყავს: 19 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი გააჩინა თავის იმჟამინდელი დაცვის უფროსისგან. 2007 წელს კი მომღერალს ვაჟი შეეძინა კომპანია "მოსსტროიმექანიზაცია 5"-ის გენერალური დირექტორის შვილისგან. ქორწილი არ შემდგარა. იულია ვოლკოვა კანონიერ ქურდ გიორგი ზარანდიას ივნისის დასაწყისში გაყვა ცოლად და მისგან მესამე შვილს გააჩენს.

მომზადებულია novayagazeta-ug.ru-ს მიხედვით.

რატომ დააჭერინა გია გალსკიმ თავი პოლიციას

იხილეთ ვიდეო: ვინ არის "გია გალსკი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება