რატომ დააჭერინა გია გალსკიმ თავი პოლიციას

რატომ დააჭერინა გია გალსკიმ თავი პოლიციას

2014 წლის 15 სექტემბერს "პულკოვოს" აეროპორტში სატრანსპორტო პოლიციის შემადგენლობას ხასიათი გამოუკეთდა. საქმე იმაშია, რომ მათთან რიგში გია მეფორია იდგა, 53 წლის კანონიერი ქურდი, მეტსახელად "გია გალსკი". ბარგიდან მას მხოლოდ ერთი სამგზავრო ჩანთა ჰქონდა. ის არც ნერვიულობდა, არც სადმე ეჩქარებოდა, აუღელვებლად იდგა რიგში. როდესაც ჯერი მოუწია, დეტექტორს მიღმა გაიარა, ჩანთა კი მაგიდაზე დატოვა. მეტალის ნივთი თან არ აღმოაჩნდა. თუმცა დაცვის თანამშრომელმა ჩანთის გახსნა სთხოვა. გიამ ულაპარაკოდ გახსნა ჩანთა, რომლიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის ლულა იცქირებოდა. არა სამუშაო "ტეტე", არამედ ლამაზი, ამერიკული პისტოლეტი.

ამ დროს გია გივიევიჩს მეხსიერება დაუბრუნდა და მიხვდა, რომ დავიდარაბა ელოდა. "ერთი წუთით, რაღაც გაუგებრობაა", - თქვა გიამ, სტაცა ხელი ჩანთას, გვერდით გავიდა და იარაღი ნაგვის ურნაში გადააგდო. ამ დროს მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დააკავეს. როდესაც შემთხვევის შესახებ საბუთებს აფორმებდნენ, გაირკვა, რომ მეფორია აეროპორტში ნაცნობთან შესახვედრად იყო მისული, მაგრამ როგორც თავად აცხადებდა, ამ გაუგებრობაში სულ გადაავიწყდა, ვის უნდა შეხვედროდა.

იმ ოცი წლის განმავლობაში, რაც გია რუსეთში ცხოვრობს, მასზე არ არსებობს ნასამართლეობა, არც დაჯარიმებული ყოფილა, რეგისტრირებულია. მცოდნე ხალხი კი იმასაც ამბობს, თუ საჭირო გახდა სარეკომენდაციო წერილსაც მარტივად გააჩენს, რომ იდეალური თანამშრომელიაო. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ გიას საკუთარი სუფთა კრიმინალური ისტორია აღიზიანებდა და ამიტომ პოლიციას თავი დააჭერინა.

16 სექტემბერს გია ორი დღით ჩასვეს საკანში. ჟურნალისტებთან საუბარში პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს: "არ ვიცი, რა იყო რეალური მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ მეფორიას სჭირდებოდა სასწრაფოდ ციხეში მოხვედრა. ამისთვის მან იდეალური გეგმა მოიფიქრა, რადგან იარაღის შენახვა მძიმე დანაშაული არაა და მოსამართლეებს არ უყვართ ამის გამო ხალხის დაპატიმრება".

მომზადებულია spbdnevnik.ru-ს მიხედვით.

ჯგუფ "ტატუს" წევრი ქართველ "კანონიერ ქურდს" გაყვა ცოლად

რატომ ვერ ახერხებენ აცრის მსურველები ადგილების დაჯავშნას? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმატებას ავრცელებს

თბილისში 4000- მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისის ენერჯი"

რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე?