კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:13 / 21-01-2016
"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განახლებული სახით, 30 იანვარს გაიხსნება. პირველი წარმოდგენა, რომლითაც დასი წარდგება ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერია". მიუხედავად იმისა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის ქართულ რეპერტუარზე საქართველოში თაობები აღიზარდა, ზოგს ქართული ოპერა მოსწონს და ზოგსაც - არა, როგორც იტყვიან, კაცია და გუნება!

მაგალითად, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის, სოციალურ ქსელში ქართულ ოპერაზე თავისი მოსაზრება საჯაროდ დააფიქსირა, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და აჟიოტაჟი მოჰყვა: "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე", - წერდა გვარამია.

ქართულ ოპერას რომ არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, რასაც თავის ობიექტური მიზეზები აქვს, ცხადია, ამასთან, განვითარებაც (როგორც ყველაფერს), რომ სჭირდება, ესეც ფაქტია! (ისე, მე რომ მკითხოს კაცმა, ფალიაშვილის ნამუშევარს, საშინელს მაინც არ ვუწოდებდი, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, კაცია და გუნება...)

ამ თემაზე მუსიკოს მარინა ბერიძეს გავესაუბრეთ.

- მართლაც ასეთი საშინელია ჩვენი ოპერა, როგორც მას ნიკა გვარამიამ უწოდა?
- საშინლებად მე ის ამბავი უფრო მივიჩნიე, რაც ამას მოჰყვა. თავისუფალი ადამიანები ვართ. ზოგს მოსწონს სოული, ზოგს - პოპი, როკი, ზოგს ოპერა და იქაც ზოგი ვაგნერს უსმენს, ვერდის, პუჩინის, როსინის და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ მე ქართული ოპერა უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიე, იმიტომ, რომ ასე ვფიქრობ, მერე რა?!

- განათლებული ადამიანია, ტელევიზიის ხელმძღვანელია და მისგან ვერ მიიღო ეს ნათქვამი საზოგადოებამ.
- რა მნიშვნელობა აქვს, ტელევიზიის ხელმძღვანელია თუ რა? მასთან ეს ოპერა ახლო არ არის. ჩემთან ახლოს რაც არის, იმის ქება რომ დავიწყო, შორს წავალთ.

- თქვით.
- დავუშვათ, მოცარტზე ვგიჟდები და დავსვათ აქ წერტილი... მუსიკოსი ვარ და გარკვეულ საკითხებზე თავშეკავების რეჟიმს ვირჩევ ხოლმე, ნიკა გვარამია კი აბსოლუტურად თავისუფალია თავის ფიქრებში, გამონათქამებში, ის არ არის მუსიკოსი, ასე მიაჩნია და მორჩა! უბრალოდ, ბოლო დროს, ჩვენ ყველაფერს მტკივნეულად განვიცდით. მტკივნეულ პოლემიკაში შევდივართ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადავდივართ. ხალხს ასეთი რეაქცია რომ არ ჰქონოდა, ცხადია, აჟიოტაჟიც არ ატდებოდა. ნიკას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს, ადამიანია, რაღაც მოსწონს და რაღაც - არა. ვინც ასე ცხარედ გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ყველას აქვს თავიდან ბოლომდე "აბესალომ და ეთერი" ნანახი?!

- ძნელია თქმა, სავარაუდოდ, ცოტას.
- ჰოდა, ნიკა თამამი ადამიანია, მას რაღაც არ მოსწონს და აფიქსირებს.

- ქართული ოპერა ფაქტია, რომ იმ მასშტაბის არ არის, როგორც სხვა უცხო ქვეყნების, რასაც თავის საფუძველიც აქვს...
- კი, გვიან შემოვიდა ეს კულტურა საქართველოში. ბევრ რაღაცას ქვეყნისთვის რთული ისტორიული სიტუაციები განსაზღვრავდა და არ შეიძლება იმ პროცესების გამო გავლენის ქვეშ არ აღმოჩენილიყო, მით უფრო, რომ ეს კულტურა ტრადიციაში არ გაქვს. მაგრამ თუ ამ გადასახედიდან ვიმსჯელებთ, როდესაც დიდია ინფორმაცია, როდესაც შეიძლება რაღაც ახლისა და საინტერესოს გაკეთება, შექმნა, მოდი, ამაზე ვიმსჯელოთ.

- არსებობს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამისთვის პოტენციალი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ზვიად ბოლქვაძეს აქვს ამის პოტენციალი, შექმნას ოპერა, ამაში შინაგანად დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამისთვის მოტივაციაა საჭირო. როდესაც ოპერის თეატრი მწყობრში ჩადგება და აქტუალური გახდება, შეიძლება ისევ სახელმწიფომ შეუწყოს ხელი, შესაძლოა, ამის დაკვეთაც იყოს. ეს ჟანრი მსოფლიოს მასშტაბით აღარ იციან, როგორ შეფუთონ, პოპულარიზაცია როგორ გაუწიონ, რომ მაყურებელი მიიზიდონ. ჩვენთან ამის მენეჯმენტიც არ არის. თუმცა, ის სხვა თემაა, ეს ჟანრი ვიღაცას მოსწონს, თუ - არა...

- მენეჯმენტი კი არა, ამის მცდელობაც არ არსებობს.
- გავიგე, რომ ფანტასტიკური თეატრი უნდა გავხსნათ, მაგრამ შიგთავსია მნიშვნელოვანი, როგორი დადგმა იქნება, იქნება ეს თანამედროვე თუ არა, ვინ ივლის იქ, ბილეთის ფასი რა იქნება. ადამიანებს, ვისაც ოპერა უყვარს, ხშირად არ აქვს ბილეთის შეძენის საშუალება. არ გამოვიდეს ისე, რომ ვინმე დაიჩაგროს. მთავარი ის არის, რომ ოპერა უფრო პოპულარული გახდეს. თაობა უნდა გაჩნდეს, ვინც ოპერის თეატრში ივლის. მსმენელი უნდა გაიზარდოს, სავარაუდოდ, სააბონენტო სისტემაც უნდა არსებობდეს. ყველაფერზე ამხედრება ხომ არ შეიძლება? იმდენი გვაქვს ნამდვილად ასამხედრებელი, რაზეც სრულიად ქვეყანა გარეთ უნდა გამოვიდეს. მე XXI საუკუნეში ის უფრო მაოცებს და მაკვირვებს, რომ ჩვენთან კონცერტები პლუსფონოგრამაზე იმართება. მაპატიეთ და აი, ეს კი ნამდვილი კრიმინალია...

ცოტა რამ თბილისის საოპერო წარსულიდან:

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა გოგნიაშვილის "ქრისტინეა" (1918 წელი 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად მიიჩნევა 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს - დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", 21 თებერვალს - ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე".

მაგრამ, როგორც ისტორია მოგვითხრობს, პირველი ქართული ოპერა მელიტონ ბალანჩივაძის სახელთანაა დაკავშირებული, ფრაგმენტები მისი ოპერიდან "თამარ ცბიერი" 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში შესრულდა, სრული სახით კი თბილისის ოპერის სცენაზე 1925-26 წლების სეზონზე განხორციელდა.


ლალი ფაცია
AMBEBI.GE
14:52 / 31-01-2016
როცა ადამიანს პრეტენზია აქვს განათლებულობაზე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". დღევანდელი ქართული საზოგადოება არაა მზად პოლემიკისათვის, ამიტომ ნებისმიერ ხისტ მოსაზრებას, მით უმეტეს ცნობილი სახეებისგან, აზრის სერიოზული პოლარიზება მოყვება. ამას მტერი იყენებს და გეგმაზომიერად ითრევს საზოგადოების ერთ ნაწილს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ქალბატონო მარინა, გაგიჭირდებათ ამ შემთხვევაში ნიკას დაცვა...
@
07:42 / 29-01-2016
Gasagebia ROM kvelas tavisi azri aqvs,magram q-no marina at gagigiat rogorts kvelaperi at ichmevao use kvelaperits at itkmebao?gaviget ROM tqvenma gvaramiam inglisuri itsis da gemovnebian pirovmnebad tvlit,mokidos ojaxs xeli da tsavides tavis satakvanebel amerikasshi,itsit ramdens gaaxarebs?uamravs!!!!!
ar dablokot!!!!!!!!
მსგავსი სიახლეები
+VIDEO გვარამიამ სასამართლო წინასწარ დაწერილი განაჩენის გამოტანაში დაადანაშაულა
+VIDEO| 10 მარტს კიევში სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტი შედგა
მიუნხენის აეროპორტი ასე მარტივად ხომ არ გამიშვებდა?
"აჭარლებმა გაბუნია "დაითრიეს," ყანწი მიაწოდეს და ჩაახრჩვეს სასმელში"
"ამასობაში ყველაფერი თავზე ენგრევა. იგრძენით განსხვავება"
"კანონიერია თუ უკანონო, მოძრავია თუ უძრავი, ახალ ადგილზე უკეთ იხარებს, თუ ძველი ჯობდა"
"ტელეკომპანია "იმედი" პირდაპირი თავდასხმა-რეკრუტირების ცენტი გახდა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:44 / 31-05-2016  Image რატომ დაატოვებინეს ნიკა გვარამიას და ია ფარულავას "რუსთავი 2"-ის საქმის პროცესი
+VIDEO გვარამიამ სასამართლო წინასწარ დაწერილი განაჩენის გამოტანაში დაადანაშაულა
16:41 / 31-05-2016  Image სიღნაღის თეატრის რეჟისორის პირველი კომენტარი დასის წევრების კანადაში არალეგალად დარჩენასთან დაკავშირებით
ვაშაკიძე მათ "სუსტ პიროვნებებს" უწოდებს
15:47 / 31-05-2016  Image არქი ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს
დეველოპერული კომპანია არქი ჯგუფი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებული კვირეულით აღნიშნავს
16:04 / 31-05-2016  Image უზბეკური სამზარეულოს საფირმო და ყველაზე მოთხოვნადი კერძები
წიწილა იწვება, როგორც ტაბაკა და სუფრასთან ნივრის სოუსთან ერთად მიგვაქვს
22:36 / 30-05-2016  Image "ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი..." - გია მაისაშვილის ემოციური პოსტი
მშვიდად ვარ, ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49