კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
12:40 / 22-01-2016
"ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე
არ არის ადვილი უინტერნეტო, უტელევიზიო, უშუქო, მოშიმშილე ქვეყანაში დაიწყო იმის კეთება, რაც აქტუალური სულაც არ არის და თავი მაინც დაიმკვიდრო. მერეც არ შეწყვიტო წინსვლა... "კვირის პალიტრის" რუბრიკის - "ჩემი ცხოვრების პალიტრა" სტუმარია ავთო ცქვიტინიძე, რომელიც განვლილ ცხოვრებას ფერებად ახარისხებს და აფასებს:

- საქმიდან გამომდინარე უამრავ ფერთან გაქვს შეხება. საინტერესოა, შენი ცხოვრებისეული ეტაპებს რა ფერებად ხედავ? მაგალითად, რა ფერია ბავშვობა?
- ჩემი ბავშვობაც ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც ალბათ ბევრის. იმ სამყაროს ახლა ძალიან ნათელ სივრცედ ვხედავ. ბებიის გაზრდილი ვარ, ჩემი მშობლები ხშირად ქვეყანაში არ იყვნენ და ჩემზე მზრუნველობა თავზე დედაჩემის დედამ აიღო. ძაფსახვევი ფაბრიკის მთავარი ბუღალტერი იყო და პირველი შეხება ფერებთან სწორედ მისი მეშვეობით მქონდა, როცა ფაბრიკაში ბაღიდან, ან შესვენებაზე მივყავდი ხოლმე. არასდროს მიფიქრია, თუ რა ფერია ჩემი ბავშვობა, მაგრამ ახლა ვიხსენებ და ვამბობ, რომ ნათელი ფერია, მზეა, ყვითელია, რომელიც გემრიელ სტაფილოსფერში გადადის, ალბათ უფრო ნარინჯისფერიც.

- რა ფერს მიანიჭებდი წლებს როცა წარმატება და პოპულარობა მოვიდა?
- რაღაც ნათელი ფერები წამოვიდა, საოცარ სინათლესთან ასოცირდება. მაშინ უკვე მივხვდი, რომ როგორც შემოქმედი, შევდექი. ეს იყო ალბათ უფრო თეთრი? - არა, უფრო სპილოსძვლისფერი. საზოგადოებასთან ურთიერთობას შევეჩვიე, იყო ინტერვიუები, გადაცემებში მიწვევდნენ, მწერდნენ ჟურნალ-გაზეთები და მეც მათთვის ვიყავი გახსნილი რესპონდენტი. მალევე დაიწყო პერიოდი, როცა ტელევიზიები თავიანთი წამყვანებისთვის კოსტიუმებს მაკერინებდნენ. სატელევიზიო შოუებისა თუ გადაცემების სასურველი სტუმარი გავხდი. ახალ წელს ხან მამღერებდნენ, ხან მაცეკვებდნენ, - მოკლედ, ყველგან ვიყავი.

- და წარმატებული და შემდგარი ავთანდილი მერე დაოჯახდა...
- კი, სწორედ მაშინ ჩემი მომავალი მეუღლე, ხათუნა გავიცანი როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არცერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც "ოლიგარქის ოჯახის თემას" დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვილის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია. - ავტ.). ამიტომ რაღაც გაურკვეველ სტატუსებს მაწებებდნენ, იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში დამოუკიდებლად გავიკვალე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი... მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ...

მე და ხათუნა 12 წელია ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა თანდათან ვითადება და სხვადასხვა ეტაპზე გადადის. ნამდვილი წყვილი ვართ, ორი ადამინისგან შემდგარი წყვილი და გვაერთიანებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, - შვილი წაიკითხეთ ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ: საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის - ხათუნა თოთლაძის ქონება და შემოსავლები
15:35 / 22-01-2016
bbb
0
ბავშვი დედის ორეულია,მაგრად ჰგავს დედას
მსგავსი სიახლეები
"8 წელია, რაც მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ საჭესთან დაჯდომას ვერასდროს ვრისკავდი"
გასულ წელს ხათუნა თოთლაძემ ბებიისგან საჩუქრად 1000000.00 დოლარი მიიღო; მშობლებმა კი 3 500000.00 დოლარი აჩუქეს

ქეთა თოფურია ავთანდილის სექსუალურ კაბაში

ხათუნა თოთლაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსია
ანასტასია ავთანდილისა და ხათუნა თოთლაძის ერთადერთი ქალიშვილია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:01 / 28-05-2017  Image მუხიანში დასუფთავების მანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა - თვითმხილველის კადრები ადგილიდან
PHOTO+VIDEO ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია
22:38 / 28-05-2017  Image ვინ არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 შერჩეული კანდიდატი
კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს
09:22 / 28-05-2017  Image რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე
"ვფიქრობთ, საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა"
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
14:01 / 27-05-2017  Image რას უწერს "ფეისბუქში" გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურის შემდეგ
"ის გოგო არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ კარგად იცეკვა"
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49