კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:45 / 19-02-2016
როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ და დუეტი, რომლითაც მან ბავშვობის ოცნება აიხდინა
გოგონა, რომელისთვისაც 2016 წელი არნახული წარმატებით დაიწყო, ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძეა, სოფელ ჭაბუკიანიდან. ის პოპულარული კონკურსის - "ნიჭიერი" გამარჯვებული გახდა. დავინტერესდით, ამ თავბრუდამხვევი წარმატებიდან ერთი თვის თავზე, როგორ გრძნობს თავს და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში. 15 წლის მომღერალი ნელ-ნელა ეჩვევა თავსდამტყდარ პოპულარობას და მისთვის დღემდე უცნობი ცხოვრების სტილს ირგებს:

- ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელიც ვალენტინობის დღესაწაულზე ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული და ანრი ჯოხაძესთან დუეტში მღერი. ეს გამარჯვების შემდეგ შენი პირველი გამოსვლა იყო?
- არა, მანამდე რამდენიმე კორპორატიულ ღონისძიებაზე მიმიწვიეს და ვიმღერე.

- მოგვიყევი, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება გამარჯვების შემდეგ...

- ძალიან შეიცვალა, ვმღერი იმ მომღერლებთან ერთად, ვისაც ტელევიზორში ვუყურებდი და სულ იმის სურვილი მქონდა, როგორღაც ახლოს მენახა რომელიმე, მათთან სცენაზე დგომას ვინ იფიქრებდა? თუ სადმე ქუჩაში, გზაში თვალს მოვკრავდი, იმით ვხდებოდი ბედნიერი. იმ დღეს კი ანრისთან სიმღერით ბავშვობის ოცნება ავიხდინე.

- იმ კონცერტზე ანრი პირველად ნახე?

- კი, თან, დარბაზში სიბნელე იყო, მაგრამ მაინც დამინახა და ძალიან გაუხარდა. მერე ახლოს მივედი და მითხრა, თუ შეგიძლია, ერთად ვიმღეროთო. თან, ამას იქ ყველა მეხვეწებოდა.

- სად იყავით?
- ჩემს სოფელში ვალენტინობის დღესასწაულზე რესტორანში ანრი მოიწვიეს. მეც იქ ვიყავი და ჩვენი შეხვედრაც იქ შედგა. ვგიჟდები შენზე, მაგარი გოგო ხარო... მერე სცენაზე რომ ავიდა, გამოაცხადა, ბარბარა ვარსკვლავად არის დაბადებულიო.

იხილეთ ვიდეო

- კორპორატიულ კონცერტებზე რომ გიწვევენ, რა სიმღერებს ასრულებ?
- ორგანიზატორების მხრიდან მოთხოვნა იმ სიმღერებზეა, რაც "ნიჭიერში" შევასრულე, მაგრამ ნელ-ნელა სხვებსაც ვაპარებ.

- შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და არაფრით აღარ ჰგავს 6 თვის წინანდელ პერიოდს, ხომ?

- ჩვეულებრივია-მეთქი, მართლა ვერ ვიტყვი. სხვაობა ის არის, რომ განსხვავებულ რიტმში ვცხოვრობ, იმ პერიოდს ვერც შეედრება, როგორიც 6 თვის წინ მქონდა. ისე, ცოტა გადავიღალე. აღტაცებული და თან, აფორიაქებული ვარ. ბედნიერი გამოვდივარ ამა თუ იმ ადგილიდან, თუ ვინმე ვერ მცნობს, თუმცა ძირითადად მცნობენ და მაგ დროს ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. რა რთული ყოფილა, როცა შენს პირადს გვერდით სდებ და სხვას უცინი, უღიმი, სურათის გადასაღებად რომ მოდიან შენთან, შეიძლება იმ წუთას არც გეღიმებოდეს, მაგრამ მაინც იღებ, რადგანაც ვალდებული ხარ. ანრისთან სურათის გადასაღებად რომ მივედი, ვუთხარი, - ახლა მივხვდი, პოპულარული ადამიანების ემოციებს-მეთქი.

- თბილისში როდის აპირებ საცხოვრებლად გადმოსვლას?
- მალე. სკოლაში შემდეგ წელს მანდ გავაგრძელებ სწავლას, რაც დიდად არ მინდა, რადგანაც მიყვარს ჩემი სოფელი, მაგრამ ჩემს საქმეებს ასე სჭირდება.

- რა გეგმები გაქვს?
- ალბათ გავაგრძელებ კარიერას და ვეცდები, მაყურებელს თავი არ დავავიწყო, მაგრამ არც მოვაბეზრო. სკოლას 2 წელიწადში ვამთავრებ და მინდა, სწავლა მუსიკალურ ათწლედში გავაგრძელო.

- ბინა, რომელიც კონკურსის მოგების შემდეგ საჩუქრად გადმოგეცა, მშენებარე კორპუსშია. რა გითხრეს, როდის დასრულდება?
- ვისაც მაგ ბინის საკითხი აბარია, იმ ადამიანმა მითხრა, - ყველაზე დიდი ფართი რაც კონკურსანტებისთვის აქამდე საჩუქრად გადაუციათ, 25 კვადრატულია.
You must have Flash Player installed in order to see this player.
შენი 38 კვადრატია. გამოდის, იმ ხალხის ფავორიტი ყოფილხარ, ასე რომ დაგასაჩუქრესო. კორპუსის მშენებლობა როგორც მითხრეს, აგვისტოში მთავრდება. ჩემი - მესამე სართულია, დიდი აივანი აქვს. თუმცა ჯერ არ მინახვას.

- თანასოფლელები რას გეუბნებიან?
- ისეთ წარმატებას მიაღწიე, საერთოდ არც კი გვგონია, თუ გვიკადრებო. მეგობრებიც მეუბნებიან, ვერც ვიჯერებთ, რომ ამხელა პროექტი მოიგეო. ფაქტია, რომ ჩემ გარშემო დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებს. თუმცა სასაცილო ამბებიც ბევრია. იმ დღეს ტაქსი გამოვიძახე, მძღოლმა რომ დამინახა, ჭკუაზე არ იყო, ისე მილოცავდა. მერე მითხრა, - შვილო, ერთი შენი სახელი შემახსენე, მარიტა, არა? მე და ჩემი ოჯახი მარიტას ვგულშემატკივრობდით და ვურეკავდით. მარიტა, შვილო, რა მაგარი ხარო...

- ბარბარა შეყვარებული არ ხარ?
- არა, კაცო (იცინის). ჯერჯერობით მივყვები ცხოვრებას და მერე ვნახოთ, თან, ჯერ მაგისთვის თავისტკივილი არ ღირს. ყველაფერს დრო მოიტანს.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
15:23 / 10-06-2016
ძალიან საყვარელი გოგო ხარ.გისურვებ წარმატებებს
elene
11:37 / 29-02-2016
ძალიან მაგარია
mate oniani
მსგავსი სიახლეები
სუპერპოპულარული პოპ-როკ ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტის ორი ბილეთის მოპოვება შეგიძლიათ
"ზოგიერთი ჩემი "კოლეგის" გასაგონად მინდა ვთქვა"
+VIDEO "პირობას ვდებ, რომ დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ"
"4 წლისა გახლდით, სამტრედიაში, მატარებლის ქვეშ რომ მოვყევი..."
უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ მშვენიერი საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:03 / 24-07-2016  Image ავარია რუსთაველზე: შეჯახების შედეგად "მარშრუტკა" ამობრუნდა
ყველა მგზავრი უვნებლად გადარჩა
15:20 / 24-07-2016  Image მაშველებმა უშბაზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს
ცხედრის ამოყვანის მუშაობა ამინდის გამო რთულ პირობებში განხორციელდა
13:40 / 24-07-2016  Image სად ინიშნება თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ
"ქალბატონი თამარი უახლოეს დღეებში ჩაუდგება სამსახურს და ახლა გვარდება ტექნიკური საკითხები"
12:08 / 23-07-2016  Image "კამერებიდან ჯარიმები არ მოდის და გზებზე აღვირახსნილი მოძრაობაა, რომელიც ჰგავს ომს!" - ავარიების მიზეზები, რასაც ყოველწლიურად 600 ადამიანი ეწირება
"კიდევ რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს?!"
12:27 / 24-07-2016  Image რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს
"ეს სამოსი-მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49